ატმის მურაბა
წარმოგიდგენთ ძალიან არომატულ და ადვილად მოსამზადებელ ატმის მურაბას. ამ რეცეპტით შეგიძლიათ ვაშლატამას მურაბაც მოამზადოთ.
მასალა:
- 2 კგ ატამი (კურკის გარეშე)
- 800 გ შაქარი
- 2 ლ ცივი წყალი
- 2 სკ სოდა
მომზადება:
მკვრივი ატამი დაჭერით სიგრძივ ნაჭრებად, დაასხით ცივი სოდიანი წყალი (2 სკ 2 ლ წყალზე) და ორი საათი სიგრილეში გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ და რამოდენიმეჯერ გარეცხეთ.
ფენა-ფენა დააყარეთ შაქარი და დატოვეთ წვენის გამოყოფამდე.
შემდეგ დადგით ნელ ცეცხლზე და წამოადუღეთ. ცოტა ხანში ცეცხლი გამორთეთ და შეაცივეთ. ასე გაიმეორეთ რამოდენიმეჯერ, ვიდრე ატამი მოიხარშება. მურაბა ერთი ღამით “დაასვენეთ”.
ვაშლატამას მურაბა
ვაშლატამას მურაბა
მეორე დღეს ერთი კოვზი ცივი მურაბის წვენი დაასხით თეფშზე და კოვზის წვერით “გადასერეთ” წვენი. თუ კოვზმა სუფთა კვალი დატოვა და თეფში ზოლად გამოჩნდა, ეს ნიშნავს, რომ მურაბა მზადაა. თუ არა, დუღება გააგრძელეთ.
ცხელი მურაბა ჩაასხით ცხელ ქილებში, მოახრახნეთ ცხელი ხუფები და შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას.
მიირთვით გემრიელად!