ატმის მურაბა

On 30/08/2013 by letusc

წარმოგიდგენთ ძალიან არომატულ და ადვილად მოსამზადებელ ატმის მურაბას. ამ რეცეპტით შეგიძლიათ ვაშლატამას  მურაბაც მოამზადოთ.

Pfirsich-/Nektarinenmarmelade

მასალა:

  • 2 კგ ატამი (კურკის გარეშე)
  • 800 გ შაქარი
  • 2 ლ ცივი წყალი
  • 2 სკ სოდა

მომზადება:

მკვრივი ატამი დაჭერით სიგრძივ ნაჭრებად, დაასხით ცივი სოდიანი წყალი (2 სკ 2 ლ წყალზე) და ორი საათი სიგრილეში გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ და რამოდენიმეჯერ გარეცხეთ.

ფენა-ფენა დააყარეთ შაქარი და დატოვეთ წვენის გამოყოფამდე.

Pfirsich-/Nektarinenmarmelade

შემდეგ დადგით ნელ ცეცხლზე და წამოადუღეთ. ცოტა ხანში ცეცხლი გამორთეთ და შეაცივეთ. ასე გაიმეორეთ რამოდენიმეჯერ, ვიდრე ატამი მოიხარშება. მურაბა ერთი ღამით “დაასვენეთ”.

 

Nektarinen-Marmelade

 

ვაშლატამას მურაბა

 

Nektarinenmarmelade

 

ვაშლატამას მურაბა

 

Pfirsich-/Nektarinenmarmelade

მეორე დღეს ერთი კოვზი ცივი მურაბის წვენი დაასხით თეფშზე და კოვზის წვერით “გადასერეთ” წვენი. თუ კოვზმა სუფთა კვალი დატოვა და თეფში ზოლად გამოჩნდა, ეს ნიშნავს, რომ მურაბა მზადაა. თუ არა, დუღება გააგრძელეთ.
ცხელი მურაბა ჩაასხით ცხელ ქილებში, მოახრახნეთ ცხელი ხუფები და შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *