ნუტელიანი და თხილიანი მაფინები
ეს გემრიელი ნუტელიანი და თხილიანი მაფინები ჩემი ახალგაზრდა (9 წლის) მეგობრებისათვის (და მათი მშობლებისათვისაც ) გამოვაცხვე. პატარა სუსნიებს ნამცხვარი ძალიან მოეწონათ. სცადეთ აუცილებლად, უადვილესი მოსამზადებელია.
მასალა 12 მაფინისათვის:
- 2 კვერცხი
- 80 გ შაქარი
- 60 გ შაქარი
- 100 გ ნაღები
- 70 გ დაფქული თხილი, ნიგოზი ან ნუში
- 130 გ ფქვილი
- 30 გ სახამებელი (სიმინდის ან კარტოფილის)
- 1,5 ჩკ გამაფხვიერებელი
- 6 ჩკ ნუტელა
მომზადება:
მაფინის მეტალის ან სილიკონის ფორმებში ჩაფინეთ მაფინის ქაღალდის ფორმები.
შაქარი, ვანილიანი შაქარი და კვერცხი ათქვიფეთ კრემისებრი მასის მიღებამდე. ნაღები და ნიგოზი შეათქვიფეთ. ფქვილი, გამაფხვიერებელი და სახამებელი დააცერით და შეურიეთ.
დაახლოებით 1 ჩკ ცომი ჩადეთ ყოველ ფორმაში, ცომის შუაში მოათავსეთ 0,5 ჩკ ნუტელა და დაადეთ ზევიდან დაახლოებით 1 ჩკ ცომი.
მაფინების ფორმა 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შედგით და აცხვეთ 20-25 წუთი.
ნუტელიანი და თხილიანი მაფინები ცხრილზე გააცივეთ და
გემრიელად მიირთვით!