ნუტელიანი და თხილიანი მაფინები

On 14/06/2014 by letusc

ეს გემრიელი ნუტელიანი და თხილიანი მაფინები ჩემი ახალგაზრდა (9 წლის) მეგობრებისათვის (და მათი მშობლებისათვისაც Smile) გამოვაცხვე. პატარა სუსნიებს ნამცხვარი ძალიან მოეწონათ. სცადეთ აუცილებლად, უადვილესი მოსამზადებელია. Smile

Nutella-Nuss Muffins

მასალა 12 მაფინისათვის:

  • 2 კვერცხი
  • 80 გ შაქარი
  • 60 გ შაქარი
  • 100 გ ნაღები
  • 70 გ დაფქული თხილი, ნიგოზი ან ნუში
  • 130 გ ფქვილი
  • 30 გ სახამებელი (სიმინდის ან კარტოფილის)
  • 1,5 ჩკ გამაფხვიერებელი
  • 6 ჩკ ნუტელა

მომზადება:

მაფინის მეტალის ან სილიკონის ფორმებში ჩაფინეთ მაფინის ქაღალდის ფორმები.
შაქარი, ვანილიანი შაქარი და კვერცხი ათქვიფეთ კრემისებრი მასის მიღებამდე. ნაღები და ნიგოზი შეათქვიფეთ. ფქვილი, გამაფხვიერებელი და სახამებელი დააცერით და შეურიეთ.
დაახლოებით 1 ჩკ ცომი ჩადეთ ყოველ ფორმაში, ცომის შუაში მოათავსეთ 0,5 ჩკ ნუტელა და დაადეთ ზევიდან დაახლოებით 1 ჩკ ცომი.
მაფინების ფორმა 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შედგით და აცხვეთ 20-25 წუთი.

Nuss-Nutella Muffins
ნუტელიანი და თხილიანი მაფინები ცხრილზე გააცივეთ და

გემრიელად მიირთვით! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *