გარგარის ჯემი
შემოგთავაზებთ სურნელოვან და გემრიელ გარგარის ჯემს. შაქრის რაოდენობა შეცვალეთ ხილის სიმწიფის მიხედვით. ასე მომზადებული ჯემი გემრიელია საუზმეზე სრულმარცვლოვან პურთან, სხვადასხვა ნამცხვრებში, მაფინებთან, ხრამუნებთან. ადვილად მზადდება, სცადეთ აუცილებლად.
მასალა:
- 1 კგ გარგარი
- 500 გ შაქარი (ან გემოვნებით)
მომზადება:
გარგარი გარეცხეთ, შუაზე ჩაჭერით და კურკა კამოაცალეთ. ქვაბში ფენა-ფენა შაქარი მოაყარეთ და გააჩერეთ, ვიდრე ცოტა წვენს არ გამოყოფს. დადგით ნელ ცეცხლზე და წამოადუღეთ. წვენი რომ მოიმატებს, შეგიძლიათ ცეცხლს ცოტა მოუმატოთ. პერიოდულად ფრთხილად ურიეთ. ხარშეთ მასის შესქელებამდე და ერთი ღამე „დაასვენეთ“, მეორე დღეს ცივი ჯემის გემო გასინჯეთ, თუ შაქარი აკლია, გემოვნებით დაამატეთ და კიდევ აადუღეთ.
მდუღარე ჯემი ცხელ ქილებში ჩაასხით და ცხელი ხუფები მოახრახნეთ.
გარგარის ჯემი გრილ ადგილას შეინახეთ.
მიირთვით გემრიელად!