ვაშლატმას და ნესვის ჯემი
ვაშლატამა, ნესვი და ლიმონი ძალიან მოუხდა ერთმანეთს. თქვენც სინჯეთ!
მასალა:
- 3 კგ ვაშლატამა, კურკის გარეშე
- 1 კგ ნესვი, გაფცქვნილი
- 1-1,5 კგ შაქარი (დაახლოებით)
- ½-1 ლიმონი
მომზადება:
გაუფცქვნელი ვაშლატამა დაჭერით, ჩაყარეთ ქვაბში შაქართან მონაცვლეობით და დატოვეთ რამოდენიმე საათი, ვიდრე წვენი არ გამოეყოფა. დადგით ნელ ცეცხლზე, წვენს რომ მოიგდებს, შეგიძლიათ ცეცხლს ცოტა მოუმატოთ. ცოტა რომ ჩაითუთქება, დაამატეთ კანგაცლილი და დაჭრილი ნესვი და ლიმნის გახეხილი კანი და გააგრძელეთ ხარშვა სასურველ სისქემდე და კონსისტენციამდე. ხარშვისას პერიოდულად მოურიეთ.
ჯემი „დაასვენეთ“ ღამით, რომ ხილმა შაქარი შეიწოვოს.
მეორე დღეს დაამატთ ლიმნის წვენი. გემო გასინჯეთ, თუ შაქარი აკლია, დაამატეთ გემოვნებით და კიდევ წამოადუღეთ. შეგიძლიათ ჯემი მსუბუქად „დააბლენდეროთ“.
ცხელი ჯემი ჩაასხით ცხელ ქილებში და მოახრახნეთ ცხელი ხუფები. შეინახეთ გრილ ადგილას.
მიირთვით ზამთარში გემრიელად!