მარწყვის და ვაშლატამას ჯემი

On 09/06/2013 by letusc

მარწყვის და ვაშლატამას ჯემი მომზადებულია თანაბარი რაოდენობის ვაშლატამათი და მარწყვით. შაქარი გემოვნებით გავუკეთე. აუცილებლა მოამზადეთ-ძალიან გემრიელია!  Smile

Erdbeer-Nektarinen Konfitüre

მასალა:

  • 1 კგ მარწყვი
  • 1 კგ ვაშლატამა
  • 1 კგ შაქარი (დაახლოებით)

მომზადება:

გარეცხილი, გაუფცქვნელი ვაშლატამა დაჭერით, ჩაყარეთ ქვაბში, დააყარეთ შაქარი და 1-2 საათი დატოვეთ (ან აცალეთ, ვიდრე ვაშლატამა წვენს არ გამოუშვებს). დადგით ნელ ცეცხლზე მოსახარშად. ატამი რომ დარბილდება, ჩაამატეთ გარჩეული და გარეცხილი მარწყვი. გააგრძელეთ ხარშვა ვიდრე ხილი მოიხარშება. პერიოდულად ურიეთ, რომ ძირზე არ მიიკრას.

ჯემი ერთი ღამე „დაასვენეთ“. მეორე დღეს  ცივი ჯემის გემო გასინჯეთ, თუ შაქარი აკლია, დაამატეთ გემოვნებით, წამოადუღეთ, ცხელი ჯემი ჩაასხით ცხელ (გასტერილებულ) ქილებში და ცხელი (გასტერილებული) სახურავები მოახრახნეთ. შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას.

Erdbeer-Nektarinen Konfitüre

მარწყვის და ვაშლატამას ჯემი ძალიან გემრიელია ნიგვზიან სრულმარცვლოვან პურთან (იხილეთ სურათი ზევით).

მიირთვით გემრიელად! Smile

P.S. გემრიელი ჯემის მოხარშვისათვის შაქრის დოზირებისას გირჩევთ ენდოთ თქვენი გემოვნების რეცეპტორებს, გაითვალისწინოთ ხილის სიმწიფის ხარისხი და ხილში შაქრის შემცველობა. რეცეპტებში ხშირად შაქრის დიდი რაოდენობაა ხოლმე მითითებული: 1 კგ ხილზე 1 კგ შაქარი. მე ვთვლი, რომ ბევრი შაქარი ნიღბავს ხილის არომატს და ჯემს კალორიულობას მატებს. ჯემი მოხარშვისას აუცილებლად „დაასვენეთ“ ერთი ღამით, რომ ხილმა შაქარი შეიწოვოს, მეორე დღეს კი ცივად გასინჯეთ. თუ შაქარი აკლია, დაამატეთ, კიდევ წამოადუღეთ და დააკონსერვეთ. ამავე დროს ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ნაკლებშაქრიანი ჯემის დაკონსერვებისას დიდი სიფრთხილეა საჭირო, კერძოდ მდუღარე ჯემი აუცილებლად ცხელ (გასტერილებულ) ქილებში ჩაასხით და ცხელი (გასტერილებული) ხუფები მოახრახნეთ.

Konfitüre, Marmelade

ჯემის მოხარშვისას ვცდილობ, კოვზით ფრთხილად მოვურიო, რომ ხილი არ შაიშალოს – მიყვარს, როცა ჯემში ხილის პატარ-პატარა ნაჭრებია შენარჩუნებული.

ვიმედოვნებ,  ჩემი რჩევები დაგეხმარებათ დაბალკალორიული, ძალიან არომატული და კარგად გასტერილებული ჯემების მოხარშვაში, რომლებიც ზამთარში ზაფხულის სურნელს და არომატს შეიტანს თქვენს სამზარეულოში. Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *