ნესვის ჯემი ლიმონით

On 03/09/2013 by letusc

ნესვის მოყვარულებს ვთავაზობ გემრიელ და არომატულ ნესვის ჯემს ლიმონით. ჯემი ძალიან უხდება სხვადასხავა სახის სრულმარცვლოვან პურს, გამოგადგებათ რულეტების ან მაფინების მომზადებისას.

Honigmelonen-Zitronen Konfitüre

მასალა:

melone

  • 1 კგ ნესვის რბილობი
  • 100 გრამი შაქარი (ან გემოვნებით)
  • ½-1 საშუალი ზომის ლიმონი, კანი და წვენი

მომზადება:

ნესვს კანი მოაცალეთ, რბილობი დაჭერით, დადგით ნელ ცეცხლზე, რომ ხილმა მოასწროს სითხის გამოყოფა და არ დაიწვას. ურიეთ ხშირად. ნესვის ნაყოფი უხვად შეიცავს სითხეს და ხარშვისას საკმაოდ ბევრი წვენი გამოიყოფა. დაამატეთ  შაქარი და გააგრძელეთ ხარშვა. წვენის გამოყოფის შემდეგ შეგიძლიათ ცეცხლს ცოტა მოუმატოთ. ამასობაში მოამზადეთ ლიმონი შემდეგნაირად: ლიმონს მოაფცქვენით ბასრი დანით გარეკანი თეთრი ნაწილების გარეშე, დაჭერით წვრილ ზოლებად, ჩაამატეთ ნესვს და გააგრძელეთ ხარშვა, ვიდრე მასა არ გასქელდება.

Honigmelonen-Zitronen Konfitüre

ჯემი ერთი ღამით “დაასვენეთ”. რადგან მურაბებს და ჯემებს შაქარს გემოვნებით ვუკეთებ, ამიტომ ყოველთვის ვასვენებ ღამით, რომ ნაყოფმა სიტკბო შეიწოვოს. მეორე დღეს ვსინჯავ გემოს და ვაგრძელებ ხარშვას, თუ დასჭირდა, შაქარს ვამატებ.

მეორე დღეს ჩააწურეთ ლიმნის წვენი და გემო გასინჯეთ, თუ შაქარი აკლია, დაამატეთ.  კიდევ ცოტა წამოადუღეთ.

ცხელი ჯემი ჩაასხით ცხელ ქილებში და მოახრახნეთ ასევე ცხელი ხუფები.

Honigmelonen-Zitronen Konfitüre

მიირთვით ზამთარში გემრიელად! Smile

Honigmelonen-Zitronen Konfitüre

შენიშვნა: ვსინჯე მეორე ვარიანტიც – ჯემს ხარშვისას ლიმონთან ერთად რამოდენიმე ცალი მიხაკი და მწიკვი დარიჩინი დავამატე. ასეც ძალიან გემრიელია.

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *