შოკოლადის და ჟოლოს მაფინები

On 28/06/2014 by letusc

სახელდახელო შოკოლადის და ჟოლოს მაფინები. ცომი ადვილი მოსამზადებელია და ჩქარაც ცხვება. და რაც მთავარია, ძალიან გემრიელია. Smile

 

 

Schokoladen-Himbeer Muffins

მასალა 12 მაფინისათვის:

  • 2 კვერცხი
  • 80 გ შაქარი
  • 60 გ კარაქი
  • 100 გ ნაღები
  • 70 გ დაფქული ნიგოზი ან ნუში
  • 130 გ ფქვილი
  • 30 გ სახამებელი (სიმინდის ან კარტოფილის)
  • 1,5 ჩკ გამაფხვიერებელი
  • 100 გ მუქი შოკოლადის ფილა
  • 12 ცალი ჟოლო (ან მეტი)

მომზადება:

შაქარი, ვანილიანი შაქარი და კვერცხი ათქვიფეთ კრემისებრი მასის მიღებამდე. ნაღები და ნიგოზი შეათქვიფეთ. ფქვილი, გამაფხვიერებელი და სახამებელი დააცერით და შეურიეთ. ბოლოს დამტვრეული შოკოლადიც აურიეთ ცომში.
მაფინის მეტალის ან სილიკონის ფორმებში ჩაფინეთ მაფინის ქაღალდის ფორმები.
ცომი გადაანაწილეთ მაფინების ფორმებში, ცომის შუაში დაადეთ 1-3 ჟოლო და ხელის დაჭერით ჩაძირეთ ცომში. მაფინები 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოაცხვეთ 20-25 წუთის განმავლობაში.
შოკოლადის და ჟოლოს მაფინები ცხრილზე გააცივეთ.

 

Himbeer-Schokoladen Muffins

გემრიელად მიირთვით! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *