ზებრა ჟოლოთი

On 22/06/2014 by letusc

ზებრა ჟოლოთი და შოკოლადის პუდინგით შოკოჰოლიკებისა და ჟოლოჰოლიკებისათვის  Smile.  შოკოლადის და ჟოლოს გემო ძალიან უხდება ერთმანეთს. მოამზადეთ და ისიამოვნეთ. Smile

 

Zebra-Himbeer Torte

 

მასალა 24-26 სმ დიამეტრიანი ფორმისათვის:

ზებრა:

  • 4 კვერცხი
  • 200 გ კარაქი
  • 300 გ შაქარი
  • 2 შეკვრა ვანილიანი შაქარი
  • მწიკვი მარილი
  • 100 მლ ნაღები
  • 300 გ ფქვილი
  • 100 გ სახამებელი
  • 1 ჩკ სოდა 1 ჩკ ძმრით
  • 40 გ კაკაო
  • 2-3 სკ ნაღები
  • 800 გ ჟოლო

შოკოლადის პუდინგი:

  • 250 მლ რძე
  • 20 გ სახამებელი
  • 30 გ მუქი შოკოლადი
  • 1 ჩკ კაკაო
  • 1,5-2 სკ შაქარი

მომზადება:

ზებრა:
ფორმაში ჩაფინეთ ქაღალდი.
ათქვიფეთ კვერცხი, ვანილიანი შაქარი და შაქარი, დაამატეთ დარბილებული კარაქი, შემდეგ მარილი და ნაღები. დააცერით ფქვილი და სახამებელი და დაბალ სიჩქარეზე შეათქვიფეთ კვერცხის და კარაქის ნარევს.  ბოლოს შეურიეთ სოდა ძმრით და კარგად გაანაწილეთ ცომში.
ცომი გაყავით ორ ნაწილად. ერთ ნაწილს შეურიეთ კაკაო და 2-3 სკ ნაღები, რომ ძალიან არ გასქელდეს.
მომზადებულ ფორმაში მორიგეობით ჩადეთ თითო სუფრის კოვზი მუქი და თეთრი ცომი, ვიდრე ცომი არ დამთავრდება და შედგით წინასწარ 180 გრადუსზე გამთბარ ღუმელში 50-60 წუთით.

 

Zebra
ზებრა რომ გამოცხვება, ფორმაშივე შეაგრილეთ, შემდეგ ფორმიდან გამოიღეთ და გააცივეთ.

 

Zebrakuchen

 

შოკოლადის პუდინგი:
ნახევარი რძე აადუღეთ ან მიკროტალღოვან ღუმელში გააცხელეთ, ჩაყარეთ დამტვრეული შოკოლადი და მორევით მიიყვანეთ გახსნამდე. რძის მეორე ნახევარში გახსენით სახამებელი, კაკაო და 1 სკ შაქარი. შოკოლადიან რძეში ჩაასხით სახამებლიანი რძე და ნელ ცეცხლზე მუდმივი მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე, ან მიკროტალღოვან ღუმელში შედგით 800 ვატზე შესქელებამდე. პერიოდულად გამოიღეთ და მოურიეთ. ცხელ პუდინგს მჭიდროდ გადააკარით კულინარული ცელოფანი. ბოლომდე გაცივებული პუდინგი მიქსერით ათქვიფეთ და გემო გაუსინჯეთ. თუ სიტკბო აკლია, 1-2 სკ შაქარი დაუმატეთ და გამოიყენეთ.

გაცივებული ზებრა 2 ან 3 ჰორიზონტალურ ფენად გაჭერით.

 

Zebratorte

 

თითოეულ ფენაზე წაუსვით შოკოლადის პუდინგი და მოაწყვეთ ჩანგლით ოდნავ გაჭყლეტილი ჟოლო. ზედაპირი მორთეთ თქვენი სურვილით, ან მოაფრქვიეთ შაქრის პუდრი.

 

Himbeer-Zebra Torte

 

სუფრასთან მიტანამდე ზებრა ჟოლოთი რამოდენიმე საათით მაცივარში დაასვენეთ.

 

გემრიელად მიირთვით! Smile

შენიშვნა: ამ რეცეპტით მომზადებული ზებრა ჟოლოს გარეშეც ძალიან გემრიელია.

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *