კომშის მაფინები
გთავაზობთ ჰაეროვან და არომატულ კომშის მაფინებს. გარდა იმისა, რომ კომში არომატული და გემრიელი ხილია, ძალიან სასრგებლოცაა. ნაყოფები შეიცავს C ვიტამინს, კალიუმს, ნატრიუმს, ცინკს, რკინას, სპილენძს, მანგანუმს, ფტორს, ტანინებს, ორგანულ მჟავებს და პექტინს. აუცილებლად მოამზადეთ, მოგეწონებათ!
მასალა 12 მაფინისათვის:
150 გ ფქვილი (სრულმარცვლოვანი ან თეთრი)
1 ჩკ გამაფხვიერებელი
1 მწიკვი მარილი
1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
50 გ დაფქული ნუში
1 დიდი კვერცხი
100 გ შაქარი
80 გ კარაქი
100 მლ ნაღები
500 გ კომში
50 გ მუქი შოკოლადი
ცოტაოდენი ფსტა დეკორაციისათვის
მომზადება:
ღუმელი 200 გრადუსზე გაახურეთ.
მეტალის ან სილიკონის ფორმებში ჩაფინეთ ქაღალდის პატარა ფორმები.
ფქვილს შეურიეთ გამაფხვიერებელი, მარილი, შაქარი, ნუში და ვანილიანი შაქარი.
კომში გაფცქვენით და მსხვილ სახეხზე გახეხეთ.
კვერცხი გათქვიფეთ, კარაქი და ნაღებიც დაამატეთ და კარგად ათქვიფეთ.
კვერცხიანი მასა ფქვილიან ნარევს შეურიეთ, კომშიც დაამატეთ და ცომი ფორმებში გაანაწილეთ.
მაფინები დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ.
შემდეგ გამოიღეთ ღუმელიდან და ცხრილზე გააცივეთ.
შოკოლადი მიკროტალღოვან ღუმელში ან ორთქლის აბაზანაზე დაადნეთ და მაფინებს მოასხით. ვიდრე შოკოლადი გაშრება, ფსტა მოაფრქვიეთ.
გემრიელად მიირთვით!