შოკოლადის და ჟოლოს ღვეზელი

On 29/08/2014 by letusc

შოკოლადის და ჟოლოს ღვეზელი არის ჰაეროვანი, ნაზი და ძალიან არომატული ნამცხვარი. ამავე დროს, სახელდახელოდ მოსამზადებელი. არ დაიზაროთ, მოამზადეთ, მოგეწონებათ. Smile

 

Schoko-Himeer Kuchen

 

მასალა (ოთახის ტემპერატურის):

  • 300 გ ფქვილი
  • 100 გ სიმინდის სახამებელი
  • 5-6 კვერცხი (ზომაზე დამოკიდებულებით)
  • 200 გ შაქარი
  • 200 გ ქოქოსის ცხიმი
  • ¼ ჩკ მარილი
  • 2 შეკვრა ვანილიანი შაქარი
  • 100 გ მუქი შოკოლადი
  • 100 გ ნაღები
  • 1 ჩკ (ან სკ) კაკაო
  • 1 ჩკ სოდა 1 ჩკ ძმრით
  • 50 გ ნუშის ფირფიტები
  • 50 გ შოკოლადი დეკორაციისათვის

მომზადება:

ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე.
ქოქოსის ცხიმი გათქვიფეთ შაქართან, ვანილიან შაქართან და მარილთან ერთად გათეთრებამდე. დაამატეთ თითო-თითო კვერცხი და თან თქვიფეთ, ვიდრე კვერცხები არ შეერევა ცხიმს. შემდეგ მორიგეობით დაამატეთ ნაღები და ორთქლზე ან მიკროტალღოვან ღუმელში დამდნარი შოკოლადი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დააცერით სახამებელში და კაკაოში შერეული ფქვილი და კოვზით ან მინიმალურ სიჩქარეზე მბრუნავი მიქსერით კარგად შეურიეთ. ბოლოს ცომს შეურიეთ ძმრიანი სოდაც, დაასხით ქაღალდდაფენილ საცხობ ფურცელზე, მოაწყვეთ ჟოლო, მოაფრქვიეთ ნუში და შედგით ღუმელში. ცხობისათვის დაგჭირდებათ დაახლოებით 35-40 წუთი.
მზა ნამცხვარი გააცივეთ და მოაწვეთეთ ორთქლზე ან მიკროტალღოვან ღუმელში დამდნარი შოკოლადი.

 

Schokoladen Himbeer Kuchen

 
შოკოლადის და ჟოლოს ღვეზელი დაჭერით კვადრატულ ან რომბისებურ ნაჭრებად.

მიირთვით გემრიელად!
   
შენიშვნა: რადგან ძალიან ტკბილი ნამცხვრები არ მიყვარს, ამიტომ ნამცხვარს შაქრის ზომიერი რაოდენომა აქვს. თუ თქვენთვის შაქარი აკლია, შაქრის პუდრი მოაფრქვიეთ.

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *