ხაჭოს, ნუშის და სრულმარცვლოვანი იფქლის ხრამუნები
გთავაზობთ ძალიან გემრიელ და სასარგებლო ნამცხვარს ხაჭოთი, ნუშით და სრულმარცვლოვანი იფქლის (რბილი ხორბალი) ფქვილით. ალბათ უკვე შემატყვეთ, სრულმარცვლოვანი პროდუქტების და ასევე იფქლის მოყვარული რომ ვარ. ხშირად ვაცხობ სრულმარცვლოვანი ფქვილით-გემრიელიცაა და სასარგებლოც. თქვენც გირჩევთ ხშირად ჩაანაცვლოთ თეთრი ფქვილი სრულმარცვლოვანით. მაგრამ თუ სრულმარცვლოვანი პროდუქტები არ მოგწონთ, მაშინ შეგიძლიათ რეცეპტში სრულმარცვლოვანი თეთრი ფქვილით შეცვალოთ (ასევე სხვა რეცეპტებში).
მასალა:
- 150 გ ცივი კარაქი
- 260 გ იფქლის (რბილი ხორბალი) ან ხორბლის სრულმარცვლოვანი ფქვილი
- 100 გ დაფქული ნუში
- 150 გ შაქარი
- 2 შეკვრა ვანილიანი შაქარი
- 1 ლიმნის კანი, გახეხილი
- 200 გ ხაჭო
- 1 კვერცხი
- 1 მწიკვი მარილი
- 1 ჩკ სოდა ძმრით
- 1 სკ კაკაო
- ქიშმიში საჭიროების მიხედვით
- ყავისფერი და (ან) თეთრი შოკოლადი მოსართავად
მომზადება:
კუბებად დაჭრილი კარაქი, ფქვილი, შაქარი, ნუში, ვანილიანი შაქარი, მარილი და ლიმნის კანი ხელით კარგად ასრისეთ, დაუმატეთ გათქვეფილი კვერცხი, ხაჭო და სოდა ძმრით და კარგად მოზილეთ. ცომი ორ ნაწილად გაყავით, ერთ ნაწილს შეურიეთ კაკაო. მიიღებთ რბილ ცომს, რომელიც ფქვილიანი ხელებით უნდა დაამუშაოთ თითოეული ფერის ცომისაგან ფქვილიანი ხელებით გააკეთეთ „მორი“, ჩამოჭერით 0,5 სანტიმეტრის სისქის ზოლები, ამ ზოლებისაგან ფქვილიანი ხელებით გააკეთეთ ბურთულები, ჩანგალი დააჭირეთ ისე, რომ ანაბეჭდი დარჩეს და ბურთულა ოდნავ გაბრტყელდეს.
შემდეგ დააწყვეთ ეს ბურთულები ქაღალდდაფენილ საცხობ ფურცელზე და გამოაცხვეთ წინასწარ 175 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10-12 წუთი. გაცივებულს მოასხით ორთქლზე ან მიკროტალღოვან ღუმელში დამდნარი შოკოლადი.
ამ ცომით შეგიძლიათ ქიშმიშიანი ლოკოკინებიც მოამზადოთ, მომზადების წესი აქ ნახეთ (პუდინგის გარეშე) ან ქიშმიში ცომში შეურიოთ, რკალები ჩამოაჭრათ და გამოაცხოთ.
მიირთვით გემრიელად!