ხაჭოს თაფლიანი ხრამუნები
ხაჭოს თაფლიანი ხრამუნები სრულმარცვლოვანი ფქვილით მოვამზადე. შაქრის მაგიერ თაფლი გამოვიყენე. სასარგებლო და გემრიელია, ამასთან მარტივად მოსამზადებელი. დახურულ ყუთში რამოდენიმე დღე კარგად ინახება. სინჯეთ აუცილებლად.
მასალა:
- 300 გ სრულმარცვლოვანი ფქვილი (ხორბალი ან იფქლი)
- 1 ჩკ გამაფხვიერებელი
- 100-150 გ თაფლი (ნაზი გემოთი)
- 100 გ ხაჭო
- 100 გ კარაქი
- მწიკვი მარილი
- 1 კვერცხი
- 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
- 40 გ ქიშმიში
- წვრილად დაჭრილი ნუში
- 100 გ შოკოლადი მოსართავად
მომზადება:
ფქვილი, ვანილი, მარილი და გამაფხვიერებელი შეურიეთ. დაჭრილი ცივი კარაქი, თაფლი, ხაჭო და კვერცხი დაამატეთ და ხელით კარგად აზილეთ. თუ ცომი არ შეიკვრება, დაამატეთ 1 სკ წყალი და მოზილეთ გლუვი ცომი. შეაზილეთ ქიშმიში. ცომს მიეცით გუნდის ფორმა, გაახვიეთ კულინარულ ცელოფანში და ნახევარი საათით მაცივარში შეინახეთ.
შემდეგ ცომი გამოიღეთ მაცივრიდან, ფქვილიან ზედაპრზე მიეცით 4 სმ დიამეტრიანი მილის ფორმა, ზედაპირზე გადაუსვით სველი ხელი და ამოგანგლეთ ნუშის ნატეხებში.
ბასრი დანით ჩამოაჭერით 0,5 სმ სისქის რგოლები და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთი. ცხრილზე გააცივეთ.
შოკოლადი დაადნეთ მიკროტალღოვან ღუმელში ან ორთქლიან აბაზანაზე და მოაწვეთეთ ხაჭოს ხრამუნებს.
მიირთვით გემრიელად!