ხაჭოს ნამცხვარი კარალიოკით

On 05/01/2013 by letusc

ხაჭოს და კარალიოკის ნამცხვარი არის მსუბუქი, სასარგებლო და არომატული დესერტი

Quark-Kaki Kuchen

მასალა:

  • 500 გ ხაჭო,
  • 200 გ ნაღები, თხევადი
  • 3 კვერცხი
  • 5 სკ მანანის ბურღული
  • 4 სკ შაქარი
  • 3 სკ კარტოფილის ფქვილი
  • 50 გ დაფქული ნუში
  • 0,5 ჩკ სოდა ძმრით
  • 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
  • 1 მწიკვი მარილი
  • კარალიოკი

მომზადება:

კარალიოკი გარეცხეთ, გაფცქვენით, დაჭერთ თხელ ფენებად და სხვადასხვა ფიგურები ამოჭერით.

Quark-Kaki Kuchen

ხაჭო, ნაღები და შაქარი აფქვიფეთ, დაამატეთ კვერცხები, მანანის ბურღული, კარტოფილის ფქვილი, ნუში, ვანილიანი შაქარი, მარილი და გააგრძელეთ თქვეფა. ბოლოს დაამატეთ სოდა ძმრით და კარგად შეურიეთ. ცომი ჩაასხით ქაღალდჩაფენილ ფორმაში (დაახლოებით 29×23 სმ) , ზედაპირზე მოაწყვეთ კარალიოკისაგან გამოჭრილი ფიგურები და გამოაცხვეთ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთი.

Quark-Kaki Kuchen

Quark-Kaki Kuchen

გააგრილეთ და მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *