სრულმარცვლოვანი იფქლის და ნიგვზის პური

On 25/05/2013 by letusc

შემოგთავაზებთ უგემრიელესი და ძალიან სასარგებლო  სრულმარცვლოვანი  იფქლის (ან სრულმარცვლოვანი ხორბლის) და ნიგვზის პურს გემრიელი და ელეგანტური საუზმისათვის. პურს მივეცი პატარა პურების (Brötchen) ფორმა, რაც საუზმისათვის ძალიან მოსახერხებელია და სუფრასაც ძალიან ალამაზებს. ასეთი პური გემრიელია როგორც ძეხვეულთან და ყველთან, ასევე მურაბებთან, ჯემებთან და თაფლთან. დილით, საუზმემდე საქმე რომ შეიმსუბუქოთ, ცომი წინა საღამოს მოზილეთ და მეორე დილას გამოაცხვეთ.

walnuss-dinkel-bbrot

მასალა:

  • 500 გ სრულმარცვლოვანი ფქვილი (იფქლი/ხორბალი/ჭვავი)
  • 40 გ ნედლი ან 8 გ მშრალი საფუარი
  • 300-350 მლ წყალი (დაახლოებით)
  • 1,5-2 ჩკ მარილი
  • 150 გ ნიგოზი (ან 150 გ მზესუმზირისა და სელის ან სხვა მარცვლის ნარევი)
  • 1 ჩკ შაქარი

მომზადება:

საფუარი დაამტვრიეთ, მოათავსეთ პატარა ჯამში და დაუმატეთ შაქრის ფხვნილი. წყლის საერთო რაოდენობიდან აიღეთ 50 მლ, შეათბეთ და საფუარს მოასხით. კარგად მოურიეთ და 15-20  წუთით დადგით თბილად ასაფუებლად.

ფქვილი და მარილი ჩაყარეთ ჯამში, შუაში გააკეთეთ ღრმული, საფუარი და გამთბარი დარჩენილი წყალი ჩაასხით და ზილეთ, ვიდრე ცომი ჯამის კედლებს აღარ მიეწებება. ჯამს კულინარული ცელოფანი გადააფარეთ და 1 საათი თბილ ადგილას დადგით.

შემდეგ ცომს მსხვილად დაჭრილი ნიგოზი შეურიეთ და კიდევ ერთხელ გადაზილეთ. ცომისაგან პატარა ბურთულები ან ბაგეტი გააკეთეთ, ქაღალდდაფენილ საცხობ ფურცელზე მოათავსეთ, კულინარული ცელოფანი გადააფარეთ და კიდევ ერთი საათი სითბოში გააჩერეთ.

walnuss-dinkel-teig

წინასწარ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში დაახლოებით 30 წუთი გამოაცხვეთ.

walnuss-dinkel-bagette-1

walnuss-dinkel-bbrot_0

პურები ცხრილზე გააცივეთ და

გემრიელად მიირთვით! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Trackbacks & Pings

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *