წითელი ხავერდის ყირამალა ნამცხვარი ვაშლატამათი

On 02/04/2013 by letusc

პოპულარული, ძალიან გემრიელი ამერიკული ნამცხვარი Red Velvet Cake. წითელი ფერის და კაკოს რაოდენობაზეა დამოკიდებული ნამცხვრის საბოლოო ფერი. ძალიან უხდება ხილის არომატი.

red-velvet-cake-mit-nektarinen

 

მასალა:

  • 2   კვერცხი
  • 150 გ შაქარი
  • 100 გ კარაქი
  • 150 გ მაწონი
  • 1 სკ კაკაო
  • 150 გ ფქვილი
  • 1/2 ჩკ გამაფხვიერებელი
  • 1/2 ჩკ სოდა
  • 1 ჩკ ძმარი
  • 1 ჩკ კონიაკი
  • 1 მწიკვი მარილი
  • წითელი ფერი რამდენიც დასჭირდება
  • ვაშლატამა ან ატამი (ან სითხისაგან დაწურული კამპოტი)

მომზადება:

საცხობ ყალიბში ქაღალდი ჩაფინეთ და ღუმელი 180 გრადუსზე გააცხელეთ.

ხილი თხელ ნაჭრებად დაჭერით და ყალიბის ფსკერზე მჭიდროდ მოაწყვეთ.   

კვერცხი ათქვიფეთ შაქართან ერთად, დაუმატეთ დარბილებული კარაქი, მაწონი, კაკაო, მარილი და კონიაკი. გამაფხვიერებელი შეურიეთ ფქვილს, დააცერით გათქვეფილ მასას და კარგად მოურიეთ. შეურიეთ წითელი ფერი და ძმრიანი სოდაც.

ცომი ჩაასხით ხილჩაწყობილ ფორმაში და შედგით გახურებულ ღუმელში.მზადყოფნა ჩხირით შეამოწმეთ. გამომცხვარი ნამცხვარი ოდნავ შეაგრილეთ, თეფშზე გადმოაბრუნეთ, ქაღალდი ფრთხილად მოაცალეთ და აცალეთ გაცივება.

Umgedrehter Red Velvet Cake mit Nektarinen

სურვილისამებრ შეგიძლიათ ზედაპირზე დაჭრილი ნუში მოაყაროთ, ვიდრე ნამცხვარი თბილია და ზედაპირი ნოტიო.

Umgedrehter Red Velvet Cake mit Nektarinen

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *