ატმის ჯემი

On 24/07/2013 by letusc

ატამი არომატული და ინტენსიური სურნელის ხილია და მისი მურაბაც და ჯემიც ძალიან გემრიელია. ამჯერად ატმის ჯემს წარმოგიდგენთ.

გირჩევთ შაქრის რაოდენობა თვითონ განსაზღვროთ ხილის სიმწიფეზე დამოკიდებულებით. ზედმეტი შაქარი ნიღბავს ხილის არომატს და კალორიულობას მატებს ჯემს.

თუ ჯემისათვის მკვრივ ნაყოფებს შეარჩევთ და ხარშვისას ფრთხილად მოურევთ, ჯემში ხილის პატარა ნაწილები შენარჩუნდება, რაც არაჩვეულებრივ ხიბლს აძლევს ჯემს.

გარწმუნებთ, ატმის ჯემი დაამშვენებს თქვენი საუზმის სუფრას, ძალიან უხდება სრულმარცვლოვან პურს, აგრეთვე კარგად გამოიყენებთ ცხობისას, მაგალითად: რულეტების შიგთავსისათვის ან მაფინების მოსართავად ან თქვენი ფანტაზიის მიხედვით.

მთავარი ისაა, რომ ძალიან ადვილად მზადდება, სცადეთ აუცილებლად.

Pfirsich/Nektarinenkonfitüre

მასალა:

Nektarinen

  • 3 კგ ატამი, კურკის გარეშე
  • 1 კგ შაქარი (დაახლოებით)

მომზადება:

გარეცხილი, გაუფცქვნელი ატამი დაჭერით, ჩაყარეთ ქვაბში შაქართან მონაცვლეობით და დატოვეთ რამოდენიმე საათი, ვიდრე წვენი არ გამოეყოფა.

Nektarinenkonfituere

დადგით ნელ ცეცხლზე, წვენს რომ მოიგდებს, შეგიძლიათ ცეცხლს ცოტა მოუმატოთ. გააგრძელეთ ხარშვა სასურველ სისქემდე და კონსისტენციამდე. ხარშვისას პერიოდულად მოურიეთ.

ჯემი „დაასვენეთ“ ღამით, რომ ხილმა შაქარი შეიწოვოს.

მეორე დღეს ცივი ჯემის გემო გასინჯეთ, თუ შაქარი აკლია, დაამატეთ გემოვნებით და კიდევ წამოადუღეთ. თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ ჯემი მსუბუქად „დააბლენდეროთ“, მე მომწონს, როცა ჯემში ხილის პატარა ნაჭრებია შემორჩენილი დაამიტომ არ ვთქვეფ.

 

 

Nektarinen-Konfitüre

 

ცხელი ჯემი ჩაასხით ცხელ ქილებში და მოახრახნეთ ცხელი ხუფები. შეინახეთ გრილ ადგილას.

მიირთვით ზამთარში გემრიელად! Smile

P.S. ამ რეცეპტით შეგიძლიათ ვაშლატამას ჯემიც მოხარშოთ.

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *