ქათმის სალათი ბატატით
ქათმის სალათი ბატატით – დაბალკალორიული, ვიტამინებით მდიდარი და უგემრიელესი სალათი. გამოადგებათ ულაქტოზო და აგლუტენური კვების მიმდევრებს.
მასალა 2 ულუფისათვის:
- 400 გ ქათმის მკერდი
- 1/2 თავი სალათი (ნებისმიერი სახის მწვანე სალათი)
- 2 პამიდორი
- 1 წითელი სტაფილო
- 1-2 ცალი მწვანე ხახვი
- რუკოლა პატარა კონა
- 1 სკ ზეითუნის ზეთი
- 1 სკ ლიმონის წვენი
- პილპილი და მარილი გემოვნებით
- ზეითუნის ზეთი ქათმის შესაწვავად
- 1 დიდი ბატატი
მომზადება:
ბატატი გარეცხეთ, გაამშრალეთ და დაჭერით მოგრძო ნაჭრებად. შეწვით ღუმელში 200-220 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში. ერთხელ გადადბრუნეთ.
ხორცი გარეცხეთ და შეამშრალეთ, დაჭერით ზოლებად. მოაფრქვიეთ მარილი და წიწაკა.
ტაფაზე დაასხით ზეთი, დააწყვეთ ნივრის კბილები და როზმარინის ტოტები და შეწვით ორივე მხრიდან. ძალიან ნუ გამოაშრობთ.
მსხვილად დაჭრილი სალათის ფოთლები, დაჭრილი პამიდორი, მსხვილად გახეხილი სტაფილო, წვრილად დაჭრილი ხახვი და რუკოლას ფოთლები ღრმა ჭურჭელში მოათავსეთ და ფრთხილად აურიეთ.
ფართო თეფშზე გადაიღეთ სალათის ნარევი, მოასხით ზეთის და ლიმონის წვენის ნარევი, მოაფრქვიეთ მარილი და პილპილი, ზევიდან დაადეთ თბილი შემწვარი ხორცის ნაჭრები, გვერდით მოუწყვეთ შემწვარი ბატატი და მიიტანეთ სუფრასთან.
მიირთვით გემრიელად სტარტერად ან ვახშმად