ხორცის და ბატატის ღვეზელი
ხორცის და ბატატის ღვეზელი – აუცილებლად მოამზადეთ ეს უგემრიელესი კერძი, ძალიან მოგეწონებათ.
მასალა:
- 1 კგ ხორცი (ფრინველის ან ღორის რბილი ნაჭერი)
- 1-2 თავი ხახვი
- 3 კბილი ნიორი
- 1-2 ვაშლი
- 1 დიდი ბატატი
- 1 დიდი წითელი ბულგარული წიწაკა
- 100-200 გ ნაღები
- 100 გ ყველი (სულგუნი/მოცარელა…)
- 2 სკ ზეითუნის ზეთი
- 1 შეკვრა ფენოვანი ცომი, 250 გ
- მარილი, ქარი (Curry), წიწაკის ფანტელი, ხმელი ქინძი
- ქინძის პატარა კონა
მომზადება:
ხორცი დაჭერით მოზრდილ ნაჭრებად, დაასხით ზეთი, მოაფრქვიეთ მარილი, წიწაკა, გაჭყლეტილი ნიორი, ქინძი და ქარი. ხელით კარგად აურიეთ და ნახევარი საათი გააჩერეთ.
ხორცი გადაიტანეთ ცეცხლგამძლე ფორმაში, ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, შემდეგ ფენაზე – ზოლებად დაჭრილი წიწაკა და შემდეგ – თხელ რგოლებად დაჭრილი ვაშლი და მოაფრქვიეთ დაჭრილი ქინძი.
ბატატი გარეცხეთ, გათალეთ, სიგრძივად გაანახევრეთ და თხელ ფენებად დაჭერით. ამ ფენებით მოფინეთ ვაშლის ზედაპირი ისე, რომ ნაჭრებმა ნაწილობრივ გადაფაროს ერთმანეთი. მოასხით ნაღები, მოაფრქვიეთ წიწაკა და ქარი, გადააფარეთ ფოლგა და შედგით წინასწარ 230 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში.
30 წუთის შემდეგ გადახადეთ ფოლგა. 15 წუთის შემდეგ შემდეგ გამოიღეთ ღუმლიდან, მოაყარეთ ყველი, გადააფარეთ ფენოვანი ცომი, გვერდები ჩაუკეცეთ, ჩანგლით დაჩხვლიტეთ და შეაბრუნეთ ღუმელში.
ცომი რომ ამოფუვდება და დაიბრაწება, ღვეზელი მზად არის.
ხორცის და ბატატის ღვეზელი სუფრასთან ფორმითვე მიიტანეთ და ცხელი მიირთვით.
გემრიელად მიირთვით!