ფერადი სალათი ხორცით და სოიოს სოუსით

On 03/05/2014 by letusc

დაბალკალორიული, ვიტამინებით მდიდარი და სასარგებლო სალათი. გამოადგებათ აგლუტენური და დაბალნახშირწყლოვანი კვების მიმდევრებს. ადვილი მოსამზადებელია, სალათი შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით შეარჩიოთ. 
ძალიან გემრიელია. Smile

Bunter Salat mit Fleischstreifen und Sojasauce

მასალა 2 ულუფისათვის:

  • 2 ცალი ღორის ხორცის თხელი, ფართო ნაჭერი ან ქათმის მკერდი
  • 2 კბილი ნიორი
  • 200 გ (დაახლოებით) სხვადასხვა სახის სალათის ნორჩი ფოთლები
  • 1-2 ცალი პამიდორი
  • 1-2 ცალი მწვანე ხახვი
  • ბაზილიკი
  • 100 გ ყველი (სულგუნი ან მოცარელა)
  • 1 სკ ზეითუნის ზეთი
  • 1 სკ ბალზამიკო
  • 1 სკ სოიოს სოუსი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • ზეთი ხორცის შესაწვავად

მომზადება:

სალათის ფოთლები, დაჭრილი პამიდორი, წვრილად დაჭრილი ხახვი, ბაზილიკი და ყველი მოათავსეთ ღრმა თეფშზე და ფრთხილად ამოურიეთ. შეკმაზეთ პილპილით.
მოამზადეთ საკმაზი: ზეითუნის ზეთი, ბალზამიკო და სოიოს სოუსი შეურიეთ ერთმანეთს.
ხორცი გარეცხეთ და შეამშრალეთ, დაჭერით ზოლებად ან კვადრატულ ნაჭრებად. მოაფრქვიეთ მარილი და პილპილი. ტაფაზე დაასხით ზეთი, დააწყვეთ ნივრის კბილები და შეწვით ხორცი ორივე მხრიდან. ძალიან ნუ გამოაშრობთ.

Schweineschnitzel
ხორცის თბილი ნაჭრები მოაწყვეთ სალათზე, მოასხით საკმაზი და მიიტანეთ სუფრასთან. 
ფერადი სალათი ხორცით და სოიოს სოუსით შეგიძლიათ სტარტერად ან ვახშმად მიირთვათ.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *