კრეპი ხორცის და ყველის შიგთავსით

On 26/11/2014 by letusc

უგემრიელესი კერძი – კრეპი ხორცის და ყველის შიგთავსით. სახალისო მოსამზადებელია ოჯახის წევრებთან და სტუმრებთან ერთად. შემოუსხედით მრგვალ მაგიდას, მოამზადეთ და ისიამოვნეთ. Smile

Crêpe mit Fleisch-Käsefüllung

მასალა დაახლოებით 20 კრეპის ცომისათვის:

  • 4 კვერცხი
  • 400-500 მლ რძე
  • 300 გ ფქვილი
  • 1/4ჩკ მარილი

მასალა შიგთავსისათვის:

  • 500 გ შერეული გატარებული ხორცი
  • 1 პატარა ხახვი
  • 50 გ ბრინჯი
  • მარილი და პილპილი უხვად
  • ზეთი ხორცის შესაწვავად
  • 100-200 გ გახეხილი ყველი

მომზადება:

ხორცის გულსართი:
გულსართის მომზადების წესი იხილეთ ხორცის ღვეზელის რეცეპტშიც.
ღრმა ტაფაში მსუბუქად მოხრაკეთ წვრილად დჭრილი ხახვი ზეთში. ჩაამატეთ გატარებული ხორცი, კოვზით კარგად დაანაწილეთ და ჩაშუშეთ ზომიერ ცეცხლზე. ხშირად ურიეთ, რომ ხორცი არ შეწებდეს. ხორცი რომ მომზადდება, შეკმაზეთ ძლიერად მარილით და პილპილით, დააამატეთ წინასწარ მარილწყალში მოხარშული, დაწურული ბრინჯი. გემო გაუსინჯეთ და ცოტა ხანს კიდევ ჩაშუშეთ ბრინჯთან ერთად. გადმოდგით ცეცხლიდან და აცალეთ გაცივება. მომზადების დროს ხორცი სითხეს გამოყოფს. ეცადეთ სითხე ბოლომდე არ ამოშრეს და ხორცი ნოტიო დარჩეს, თორემ გულსართი მშრალი გამოვა და კრეპიდან გადმოიფანტება. თუ მაინც გამოგიშრათ, ცოტა ადუღებული წყალი დაამატეთ.

ცომი:
გათქვიფეთ კვერცხი აქაფებამდე, ფქვილი და რძე მონაცვლეობით უმატეთ და კარგად თქვიფეთ. დაიწყეთ ფქვილით. შეურიეთ მარილიც. ცომი 30 წუთის განმავლობაში მაცივარში გააჩერეთ.

კრეპის ავტომატი ზომიერად გააცხელეთ და დაასხით დაახლოებით 50 მლ ცომი. T – მაგვარი სველი ხის ჩხირით ცომი გადაანაწილეთ წრიული მოძრაობით და მიეცით წრის ფორმა.

crepe-vorbereitung

ზედაპირი რომ შეიკვრება და კრეპის ქვედა მხარე ფერს ოდნავ შეიცვლის, გადააბრუნეთ. კრეპის ნახევარზე მაშინვე თანაბრად გადაანაწილეთ 1-2 სკ ხორცი, მოაფრქვიეთ 1-2 სკ ყველი და აცალეთ, ვიდრე კრეპის ქვედა მხარეც ოდნავ შეიფერება.

Crêpe

მეორე (თავისუფალი) ნაწილი გადმოკეცეთ, კიდევ ერთხელ გადაკეცეთ და დიდი კულინარული ნიჩბით თეფშზე გადაიღეთ.
მიირთვით თბილი.

Crêpe mit Fleisch-Füllung

კრეპი შეგიძლიათ სქელძირიან ტაფაშიც მოამზადოთ. ტაფა ზომიერად გააცხელეთ, ცხობის დაწყების წინ ქაღალდით წაუსვით ზეთი და დაიწყეთ ცხობა. ცხიმის დამატება აღარ უნდა დასჭირდეს. თუ ტაფამ ცომი მიიკრა, კიდევ წაუსვით ზეთი, ან სხვა ტაფა სინჯეთ.

მიირთვით გემრიელად! Smile

შენიშვნა: მორჩენილი ცომი და ხორცი მაცივარში შეინახეთ კარგად თავდახურული და შემდეგ დღეს გამოიყენეთ.

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *