ლობიანი კრეპი

On 16/02/2014 by letusc

ლობიანი კრეპი ქართული ლობიანის “ევროპული ალტერნატივაა” Smile. ლობიოს შიგთავსი თქვენი გემოვნებით მოამზადეთ. გთავაზობთ ერთ-ერთ ვარიანტს, რომელიც ძალიან გემრიელი და ადვილად მოსამზადებელია. სახალისო მოსამზადებელია მეგობრებთან ერთად. თქვენ შეგიძლიათ ლობიანი კრეპით დაიწყოთ და დესერტისათვის კენკრიან კრეპზე გადახვიდეთ. მოამზადეთ აუცილებლად Smile

crepe-mit-bohnen

მასალა დაახლოებით 20 კრეპისათვის:

ცომი:

  • 4 კვერცხი
  • 400 მლ რძე
  • 300 გ ფქვილი
  • ¼ ჩკ მარილი

ლობიოს შიგთავსი:

  • 1გ ხმელი ლობიო ან ლობიოს კონსერვი
  • 4 თავი ხახვი
  • 4 კბილი ნიორი
  • 2-3 სკ ზეთი

მარილი, წიწაკა, ქონდარი, ქინძის თესლი და ნედლი ქინძი გემოვნებით (უხვად)

მომზადება:

ლობიო:

ლობიოს შიგთავსის მომზადება აღწერილია ლობიოს ღვეზელის რეცეპტშიც.
მოხარშეთ ლობიო, ნახარში გადაწურეთ და ნაწილი შეინახეთ.
წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი ზეთში მოხრაკეთ და დაამატეთ ლობიოს. დაამატეთ აგრეთვე მარილი და სუნელები გემოვნებით და ბლენდერით დააქუცმაცეთ ან დაჭყლიტეთ. ლობიოს უნდა ჰქონდეს ფაფის კონსისტენცია. სისქე ცვალეთ შენახული ნახარშით.
თუ კონსერვს გამოიყენებთ, ქილის შიგთავსი ჩაასხით ქვაბში და აადუღეთ. გასინჯეთ ლობიოს მარცვლები. თუ კარგადაა მოხარშული, გააგრძელეთ მომზადება ისე, როგორც ზევით არის აღწერილი, თუ ხარშვა აკლია, გააგრძელეთ ხარშვა, ვიდრე მზად არ იქნება.

ცომი:
გათქვიფეთ კვერცხი აქაფებამდე, ფქვილი და რძე მონაცვლეობით უმატეთ და კარგად თქვიფეთ. დაიწყეთ ფქვილით. შეურიეთ მარილიც. ცომი 30 წუთის განმავლობაში მაცივარში გააჩერეთ.
კრეპის ავტომატი ზომიერად გააცხელეთ და დაასხით დაახლოებით 50 მლ ცომი. T- მაგვარი სველი ხის ჩხირით ცომი გადაანაწილეთ წრიული მოძრაობით და მიეცით წრის ფორმა.

crepe-vorbereitung

ზედაპირი რომ შეიკვრება და კრეპის ქვედა მხარე ფერს ოდნავ შეიცვლის, გადააბრუნეთ. კრეპის ნახევარზე მაშინვე წაუსვით ლობიო და აცალეთ, ვიდრე კრეპის ქვედა მხარეც ოდნავ შეიფერება.

crepe-zubereitung

მეორე (თავისუფალი) ნაწილი გადმოკეცეთ, კიდევ ერთხელ გადაკეცეთ და დიდი კულინარული ნიჩბით თეფშზე გადაიღეთ.

bohnencrepe
ლობიანი კრეპი მიირთვით თბილი. 
კრეპი შეგიძლიათ სქელძირიან ტაფაშიც მოამზადოთ. ტაფა ზომიერად გააცხელეთ, ცხობის დაწყების წინ ქაღალდით წაუსვით ზეთი და დაიწყეთ ცხობა. ცხიმის დამატება აღარ უნდა დასჭირდეს. თუ ტაფამ ცომი მიიკრა, კიდევ წაუსვით ზეთი, ან სხვა ტაფა სინჯეთ.

მიირთვით გემრიელად! Smile

შენიშვნა: მორჩენილი ცომი და ლობიო მაცივარში შეინახეთ კარგად თავდახურული და შემდეგ დღეს გამოიყენეთ.

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *