ხინკალი

On 26/03/2013 by letusc

ხინკალი – ქართული სამზარეულოს კიდევ ერთი სიამაყე!

ხინკალს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებულად ამზადებენ. გარდა ამისა ბევრი დიასახლისი თავის გემოვნების მიხედვით ცვლის რეცეპტს. შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც მრავალჯერ მომიმზადებია და ოჯახის წევრებიც და სტუმრებიც თითებს იკვნეტენ.

Chinkali – Hackfleischteigtaschen

მასალა:

ცომი:

  • 2 კგ ფქვილი
  • 1 ლ თბილი წყალი (დაახლოებით, შეიძლება მეტი დასჭირდეს)
  • 30 გ მარილი
  • 50 მლ მცენარეული ზეთი
  • დამატებით ფქვილი ცომის დასამუშავებლად

შიგთავსი:

  • 1,5 კგ შერეული ფარში (ძროხა, ღორი)
  • 2 საშუალო ზომის ხახვი
  • 2-3 კბილი გაჭყლეტილი ნიორი
  • მარილი, ახლად დაფქული პილპილი
  • ქინძის და ოხრახუშის პატარა კონები
  • ნელ-თბილი წყალი ფაფისებური მასის მიღებისათვის

მომზადება:

ფქვილი გაცერით მოზრდილ ჯამში, შეურიეთ მარილი, შუაში გააკეთეთ ღრმული, ჩაასხით თანდათანობით წყალი და ზეთი და მოზილეთ სქელი ცომი, ვიდრე ცომი ჯამის კედლებს არ მოშორდება. შემდეგ ფქვილიანი ხელით გადაასწორეთ ზედაპირი, გადააფარეთ კულინარული ცელოფანი და მაცივარში შეინახეთ რამოდენიმე საათით. გაცივების პერიოდში ცომი რამოდენიმეჯერ გადაზილეთ. ცომი თანდათანობით გლუვი გახდება და ხელებზეც აღარ მოგეწებებათ.

ვიდრე ცომი ისვენებს, მოამზადეთ ხორცის შიგთავსი: ხორცი ხახვთან, ნიორთან და მწვანილებთან ერტად გაატარეთ ხორცისსაკეპ მანქანაში. თუ მზა ფარშს შეიძენთ, ხახვი და მწვანილი ძალიან წმინდად დაკეპეთ, ნიორი გაჭყლიტეთ და ხორცს შეურიეთ. ხორცს დაამატეთ იმდენი ნელთბილი წყალი, რომ მიიღოთ ფაფისებური მასა, მაგრამ წყალი არ უნდა გამოეყოს ხორცს. შეკმაზეთ მარილით და პილპილით.  

chinkali-teig-und-fleisch

განიერი ქვაბით დადგით წყალი ასადუღებლად და დაამარილეთ.

გამოყენებამდე რამოდენიმე წუთით ადრე ცომი მაცივრიდან გამოიღეთ, დადეთ სამუშაო ზედაპირზე და გააბრტყელეთ დაახლოებით 1 სმ სისქეზე. დაახლოებით 7 სმ დიამეტრიანი ჭიქით გამოჭერით წრეები, ცომის ნარჩენი კი-ხელახლა დაამუშავეთ.

ცომის წრეები გააბრტყელეთ ხის საბრტყელებლით ან გლუვზედაპირიანი ჭიქით დაახლოებით 13-15 სმ დიამეტრის წრეებად, ამასთან ეცადეთ წრის კიდეები უფრო მეტად იყოს გაბრტყელებული, ვიდრე ცენტრი.

chinkali-teigbearbeitung

დაადეთ ერთი არასავსე სადილის კოვზი შიგთავსი, კიდეები ერთად შეაგროვეთ ისე, რომ ცომის პატარა მონაკვეთები ერთმანეთზე გადავიდეს და ნაოჭები წარმოიქმნას. კიდეები კარგად შეაწებეთ, რომ ხინკალი ხარშვისას არ გაიხსნას. ამბობენ კარგ ხინკალს ცხრამეტი ნაოჭი უნდა ჰქონდესო  Smile.  

მოხვეული ხინკლები მოხარშვამდე ფქვილიან დაფაზე დააწყვეთ, ეცადეთ ერთმანეთს არ შეეხოს.

ადუღებულ და დამარილებულ წყალში ფრთხილად ჩაუშვით თითო-თითო ხინკალი და ხის კოვზით ფრთხილად მოურიეთ, რომ ძირზე არ მიიკრას. იმდენი ხინკალი მოხარშეთ ერთ ჯერზე, რომ ხინკლები ერთმანეთა არ ავიწროვებდნენ. წყალი მთელი ხარშვის პერიოდში უნდა დუღდეს. პერიოდულად ურიეთ. ხინკალი რომ ამოტივტივდება და დაიბერება, კიდევ დაახლოებით 5 წუთი ხარშეთ. (უკეთესია, ერთი ცალი ამოიღოთ და გასინჯოთ)!

chinkalis-formen

მოხარშული ხინკლები ქაფქირით ამოიღეთ ქვაბიდან, ლანგარზე დააწყვეთ და სუფრასთან ცხელ-ცხელი მიიტანეთ. მიიტანეთ აგრეთვე პილპილი, უკეთესია საფქვავით.

Chinkali – Hackfleischteigtaschen

სტუმრებს გადარჩენილი ხინკლები მეორე დღეს ტაფაზე ცოტაოდენ ზეთში ყველა მხრიდან შებრაწეთ – უგემრიელესია!!!!!

gebratene-chinkali

მიირთვით გემრიელად! Smile

რჩევა: ხინკლის მომზადება ძალიან სასიამოვნო პროცესია, თუ მთელი ოჯახი და აგრეთვე სტუმრები ერთად საქმიანობენ და არა მხოლოდ დიასახლისი ტრიალებს სამზარეულოში. ძვირფასო მანდილოსნებო, გაბედულად დაასაქმეთ ოჯახის წევრები და სტუმრები (არა მარტო მდედრობითი სქესის სტუმრები) ხინკლის მომზადებისას! მერწმუნეთ ძალიან მხიარული ატმოსფერო შეიქმნება და შედეგითაც ყველა კმაყოფილი დარჩება! Laughing

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

2 Responses to “ხინკალი”

  • Guten Tag, hier eine Vegetarierin, die Ihnen gern eine Frage stellen möchte, und zwar, ob es einen Ersatz für Hackefleisch oder irgendwelchen Fleisch gibt? Ich liebe sehr, wie Chinkali vorbereitet ist und liebe den Teig von Chinkali! Leider bin ich eine Vegetarierin, und es hört sich blöd an, trotz des Verzichtes auf Fleisch nach georgischen Essen zu suchen, denn typische georgische Essen sind fast mit Fleisch vorbereitet! Aber z.B Khachapuri oder Chatschapuri usw. sind für Vegetarier sehr gut geeignet. Wieder zu der Frage : z.B chinesischen Teigtaschen kann man auch ohne Fleisch leicht vorbereiten – die Erfüllung wird nicht mit Fleisch bearbeitet-, also ich würde mich sehr freuen, wenn sie dazu einen Rat geben können!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *