ჯემიანი რულეტი

On 20/05/2014 by letusc

ჯემიანი რულეტი ბავშვობისას ძალიან მიყვარდა. რეცეპტი დედას ძველ რვეულში ვიპოვე. Smile
ძალიან ადვილი მოსამზადებელია და თვალის დახამხამებაში ცხვება. ზედგამოჭრილია დაკავებული ადამიანებისათვის. მე ჩემი მომზადებული ქლიავის ჯემი გამოვიყენე, რომელიც ძალიან უხდება. თქვენ შეგიძლიათ ჯემი თქვენი გემოვნებით შეარჩიოთ. ძალიან გემრიელია, სინჯეთ აუცილებლად. Smile

Biskuitrolle

მასალა:

  • 2 კვერცხი
  • 1 ქილა შესქელებული რძე
  • 150 გ ფქვილი
  • 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
  • 0,5 ჩკ სოდა ძმრით
  • მწიკვი მარილი
  • 400 გ ჯემი

მომზადება:

ათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ ვანილიანი შაქარი, სოდა ძმრით, მარილი, შესქელებული რძე და გააგრძელეთ თქვეფა. დააცერით ფქვილი და კარგად შეურიეთ. ცომი დაასხით ქაღალდდაფენილ საცხობ ფურცელზე, თანაბრად გაანაწილეთ და წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 8-10 წუთი აცხვეთ.
მაგიდაზე დააფინეთ ტილო, გადაიტანეთ მასზე გამომცხვარი რულეტი ქაღალდით ზევით და ქაღალდი ფრთხილად მოაცალეთ. ბისკვიტი ტილოსთან ერთად გადაახვიეთ რულეთივით და ასე დატოვეთ გაცივებამდე. რომ გაცივდება, გადახსენით, ტილო მოაცალეთ, წაუსვით ჯემი და ისევ დაახვიეთ.

Marmeladenrolle
ჯემიან რულეტს ზევიდან შაქრის პუდრი მოაფრქვიეთ.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *