ტორტი “ზამთრის ზღაპარი”

On 16/01/2013 by letusc

ძალიან გემრიელი და ნაზი ტორტი კაკაოს, კენკრის და თეთრი შოკოლადის არომატების თაიგულით

Torte Wintermärchen

მასალა:

ცომისათვის:

  • 3 კვერცხი
  • 300 გ შაქარი
  • 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
  • 200 მლ ნაღები
  • 40 გ კაკაო
  • 200 მლ წყალი
  • 80 მლ მცენარეული ზეთი
  • 2 ჩკ გამაფხვიერებელი
  • 300 გ ფქვილი
  • 1 მწიკვი მარილი
  • 1 ჩკ სოდა
  • 1 ჩკ ღვინის ძმარი

კრემისათვის:

  • 400 მლ ნაღები 30-40% ცხიმის შემცველობით
  • 100 გ შაქარი
  • 300 კენკროვანები, ცოცხალი ან გაყინული
  • 30 გ ჟელატინი (რომელსაც დალბობა არ სჭირდება)

თეთრი შოკოლადის მინანქრისათვის:

  • 100 გ თეთრი შოკოლადი
  • 80 მლ  ნაღები

მომზადება:

ცომი:

24 სმ დიამეტრიან საცხობ ფორმაში ქაღალდი ჩაფინეთ და ღუმელი 180 გრადუსზე გააცხელეთ.

კვერცხი, ვანილიანი შაქარი და შაქარი გათქვიფეთ კრემოვანი მასის მიღებამდე. ნაღები, ზეთი და წყალი დაამატეთ და გააგრძელეთ თქვეფა. ფქვილი, კაკაო, მარილი და გამაფხვიერებელი დააცერით კვერცხიან მასას და ფრთხილად მოურიეთ. ბოლოს სოდას დაასხით ძმარი და ესეც კარგად შეურიეთ ცომში.

ცომი ჩაასხით წინასწარ მომზადებულ ფორმაში და გამოაცხვეთ 35-40 წუთის განმავლობაში.

Torte Wintermärchen

გამოცხობის ხარისხი ხის ჩხირით შეამოწმეთ. ნამცხვარი ცოტა ხანს ფორმაში დატოვეთ, შემდეგ ძირი და გვერდები მოხსენით და გააცივეთ.

კრემი:

კენკრა და შაქარი მსუბუქად ათქვიფეთ. ნაღები ათქვიფეთ ღრუბლისებური მასის მიღებამდე. დიდხანს ნუ გათქვეფთ, თორემ კარაქი გამოეყოფა. ათქვეფილ ნაღებს შეურიეთ კენკრის პიურე და ჟელატინის ფხვნილი (თუ თქვენი ჟელატინი გათბობას საჭიროებს, მაშინ მიჰყევით ინსტრუქციას, რომელსაც შეკვრის ზედაპირზე იპოვით) და ერთი საათი მაცივარში გააცივეთ.

თეთრი შოკოლადის მინანქარი:

კარაქი, დამტვრეული შოკოლადი და ნაღები ჯამით ორთქლის აბაზანაზე მოათავსეთ და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ოდნავ შეაცივეთ – კონსისტენცია ბლანტი უნდა იყოს, რომ ტორტის ზედაპირიდან მთლიანად არ ჩამოიღვაროს.

ტორტის მორთვა:

გაცივებული ნამცხვარი სამ ჰორიზონტალურ ნაწილად გაჭერით და ფენები კრემით შეაერთეთ. ზედა ფენას კრემი არ სჭირდება, მოასხით თეთრი შოკოლადის მინანქარი.

Torte Wintermärchen

რამოდენიმე საათი მაცივარში შეინახეთ, ბისკვიტი კრემს შეიწოვს და ტორტი უფრო გემრიელი იქნება.

Torte Wintermärchen

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *