ფხვიერი ნამცხვარი ჯემით
ფხვიერი ნამცხვარი ჯემით – ჩვენი მკითხველი ნინო გვარაძე გვიზიარებს თავის გამოცდილებას და წარმოგვიდგენს ადვილად მოსამზადებელ და ძალიან გემრიელ ნამცხვარს. ამ ნამცხვრისათვის შეგიძლიათ ჯემი თქვენი გემოვნებით შეარჩიოთ და რაოდენობაც თავად განსაზღვროთ. მოამზადეთ და აზრი გაგვიზიარეთ. მადლობა ნინოს გემრიელი ნამცხვრის რეცეპტისათვის .
მასალა:
- 250 გ მარგარინი
- 2 კვერცხი
- 1 ჩჭ შაქარი
- 1 ჩკ სოდა
- მწიკვი მარილი
- 2-3 ჩჭ ფქვილი
- ვანილი
- ნებისმიერი ხილის ჯემი
- შაქრის პუდრი
მომზადება:
მარგარინი ნელ ცეცხლზე გაადნეთ და შეაგრილეთ.
კვერცხისგან და შაქრისგან გააკეთეთ გოგლი-მოგლი. დაამატეთ სოდა ძმრით, მარილი, შეგრილებული მარგარინი, ვანილი და ფქვილი.
ცომის 1/4 შეინახეთ მაცივარში 15 წუთით.
თანაბრად გადაანაწილეთ ცომი ფქვილმოყრილ ფორმაზე, გადაუსვით ნებისმიერი ხილის ჯემი(სურათზე შავი მოცხარის ჯემი) და ბოლოს დაახეხეთ მაცივარში შენახული ცომის მეორე ნაწილი. შედგით წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 20 წუთით.
რომ შეგრილდება მოაყარეთ შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით!