შუ მასკარპონეთი და მარწყვით

On 05/04/2014 by letusc

შუს და ეკლერს მოხარშული ცომით ამზადებენ. რადგან ცომი უშაქროა, მისი შეკმაზვა შეიძლება როგორც ტკბილი, ასევე მარილიანი შიგთავსებით. ამჯერად გთავაზობთ შუს მასკარპონეს კრემით. მასკაპონეს კრემს იყენებენ ტირამისუს მოსამზადებლად. ძალიან მოუხდა შუსაც. მოამზადეთ და ისიამოვნეთ.

Windbeutel mit Maskaponecreme

მასალა დაახლოებით 15 ცალისათვის:

ცომი:

  • 250 მლ წყალი
  • 100 გ კარაქი
  • 200 გ ფქვილი
  • მწიკვი მარილი
  • 5-6 კვერცხი (ზომაზე დამოკიდებულებით)

კრემი:

  • 400 გ მასკარპონე, ოთახის ტემპერატურის
  • 4 კვერცხი
  • 150 გ შაქარი
  • მარწყვი
  • კაკაოს ფხვნილი ან შაქრის პუდრი დეკორაციისათვის

მომზადება:

მოამზადეთ კრემი მასკარპონეთი: კვერცხის გულები და ცილა გააცალკევეთ. გულები შაქართან ერთად გათქვიფეთ კრემისებური მასის მიღებამდე. მასკარპონე დაამატეთ და კიდევ კარგად გათქვიფეთ. ცილა გათქვიფეთ ღრუბლისებურად, ფრთხილად შეურიეთ კვერცხის ნარევს კოვზით და შედგით მაცივარში გასაცივებლად. ქვაბში აადუღეთ წყალი კარაქთან და მარილთან ერთად.

Spinat-Éclair   ჩაყარეთ ფქვილი და კოვზის ძლიერი მორევით შეურიეთ სითხეს. ქვაბი ნელ ცეცხლზე დატოვეთ და ცომს ურიეთ, ვიდრე ცომი გუნდის ფორმას არ მიიღებს და ქვაბის ფსკერს მოსცილდება. ოდნავ შეაგრილეთ და თითო-თითო კვერცხი შეათქვიფეთ მიქსერით. ერთი კვერცხი ბოლომდე რომ შეერევა, შემდეგი შემდეგ ჩაახალეთ. ცომი უნდა იყოს ელასტიური, მაგრამ არა თხევადი. ცომი ჩადეთ შპრიცში ან კულინარულ პარკში და თუნუქის ქაღალდდაფენილ ფურცელზე დასვით პატარა გუნდები.

Windbeutel

წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოაცხვეთ ვიდრე შუები არ დაიბერება და ფერს არ შეიცვლის (20-30 წუთი). შემდეგ გამოიღეთ ღუმლიდან და ცხრილზე გააცივეთ. გაცივებული გაჭერით ერთი გვერდიდან ჩადეთ კრემი და დაჭრილი მარწყვი და ისევ დახურეთ. დეკორირება შეგიძლიათ შაქრის პუდრით ან კაკაოს ფხვნილით.

Erdbeer-Windbeutel

შუები უშუალოდ სუფრასთან მიტანის წინ ამოავსეთ კრემით, თორემ ცომი კრემის სინოტივეს შეიწოვს და დარბილდება.

მიირთვით გემრიელად!

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *