გამომცხვარი ბროკოლი ყველით

On 25/07/2013 by letusc

წარმოგიდგენთ ჩემს საყვარელ სახელდახელო ვეგეტარულ კერძს – გამომცხვარი ბროკოლი ყველით. ეს კერძი მსგავსია ყველთან ერთად გამომცხვარი ბოსტნეულის, მაგრამ გამარტივებულია და სწრაფად მზადდება, ზედგამოჭრილია დაკავებული ადამიანებისათვის, ვისაც სამზარეულოში ფუსფუსისათვის ცოტა დრო აქვს.

კერძი მსუბუქია და ვიტამინებით მდიდარი – ბროკოლი მდიდარია კალიუმით, კალციუმით, ფოსფორით, რკინით, ცინკით და ნატრიუმით, ასევე B1, B2, B6, E და C ვიტამინებით და კაროტინით. 100 გ უმი ბროკოლი შეიცავს 34 კილოკალორიას.

გარდა ამისა, კერძი შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, სპილენძს და ცინკს ყველის ხარჯზე. ყველი შეიცავს, აგრეთვე, წყალში და ცხიმში ხსნად 13 სახის ვიტამინს, მათ შორის, ვიტამინ ა და ბ ჯგუფის ვიტამინებს, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია B2 და B12, აგრეთვე მაღალხარისხოვან ცილებს.

გამომცხვარი ბროკოლი ყველით ცხიმის დამატების გარეშე მზადდება და შეიცავს ნახშირწყლების მინიმალურ რაოდენობას. თუ ნაკლენცხიმიან ყველსაც გამოიყენებთ, მიიღებთ დაბალკალორიულ, სასარგებლო და ძალიან გემრიელ კერძს, რომელიც შეგიძლიათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში დაუფიქრებლად მიირთვათ. 

Überbackener Brokkoli

მასალა:

  • 500 გ ბროკოლი
  • 100 გ ყველი (დაახლოებით), მაგ.: სულგუნი/მოცარელა
  • მარილი, მსხვილად დაფქული წიწაკა გემოვნებით
  • ქინძი და ოხრახუში რამოდენიმე ღერი

მომზადება:

ბროკოლი ყვავილებად დააცალკევეთ, გარეცხეთ და მარილიან მდუღარე წყალში მოხარშეთ 5-6 წუთის განმავლობაში. შემდეგ ქაფქირით ამოიღეთ და წინასწარ მომზადებულ ყინულიან წყალში ჩაყარეთ. ყინულიანი ყალი შეაჩერებს ხარშვის პროცესს და ბროკოლი ხასხასა მწვანე ფერს შეინარჩუნებს. დაწურეთ საწურზე.

Brokkoli

ბროკოლი გადაიტანეთ ცეცხლგამზლე ფორმაში (თუ სურვილი გაქვთ, ფორმას წინასწარ ძირზე ცხიმი წააცხეთ), შეკმაზეთ წიწაკით და მარილით (თუ აკლია), მოაყარეთ გახეხილი ყველი და შედგით წინასწარ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 15 წუთით.

brokkoliauflauf

ყველი რომ დადნება და დაიბრაწება, კერძი მზად არის.

Überbackener Brokkoli

დაჭრილი მწვანილი მოაფრქვიეთ და სუფრასთან ცხელი მიიტანეთ.

Überbackener Brokkoli mit Hähnchenkeule

გამომცხვარი ბროკოლი ყველით უხდება ხორცეულს, კარტოფილის კერძებს, უგემრიელესია ცალკეც.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *