ყველთან ერთად გამომცხვარი ბოსტნეული

On 09/02/2013 by letusc

ყველთან ერთად გამომცხვარი ბროკოლი, სტაფილო და ბულგარული წიწაკა არის სასარგებლო, ძალიან გემრიელი და დაბალკალორიული კერძი, რომელიც შეგიძლიათ გარნირად ან ცალკე მიირთვათ. მარხულებმა ყველის გარეშე მოამზადონ, ასეც ძალიან გემრიელია.

Brokkoli-Paprika-Karotten Auflauf

მასალა:

  • 2 თავი ხახვი
  • 2 პატარა, ან ნახევარი დიდი პრასა
  • 2 დიდი სტაფილო
  • 2-3 ცალი ბულგარული წიწაკა
  • 2 ცალი პამიდორი
  • 1-2 კბილი ნიორი
  • 500 გ ბროკოლი
  • 200 გ გახეხილი ყველი (სულგუნი, ან სხვა)
  • 2 სკ მცენარეული ზეთი
  • მსხვილად დაფქული მწარე წიწაკა
  • მარილი, მწვანილი

მომზადება:

ბროკოლის  დაანაწილეთ ყვავილებად, გარეცხეთ და მოხარშეთ მარილიან მდუღარე წყალში 5-6 წუთი. წყალი გადაწურეთ და ჩაყარეთ ყინულიან წყალში, რომ ხარშვის პროცესი შეჩერდეს და ბროკოლიმ ფერი შეინარჩუნოს. გადაიტანეთ საწურზე.

დიდ ტაფაში ჩაყარეთ მრგვალად დაჭრილი პრასა, ხახვი და რგოლებად დაჭრილი სტაფილო და ზეთში მოშუშეთ. სტაფილო ოდნავ რომ შერბილდება, ჩაამატეთ კუბებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა და გააგრძელეთ შუშვა. ცოტა ხანში დაამატეთ კუბებად დაჭრილი ახალი, ან დაკონსერვებული პამიდორი, გააგრძელეთ მოშუშვა, შეკმაზეთ ნივრით, მარილით, დაფქული წიწაკით.

brokkoli-paprika-auflauf_0

პამიდვრის წვენი რომ ამოშრება, გადაიტანეთ ბოსტნეული ცეცხლგამძლე ფორმაში (ფორმა ისეთი შეარჩიეთ, რითაც ბოსტნეულს სუფრაზე მიიტანთ), ზევიდან მოაწყვეთ მოხარშული ბროკოლი, მოაყარეთ ყველი და შედგით წინასწარ 220 გრადსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 15 წთ. მიეცით გრილის რეჟიმი (ზედა ცეცხლი).

Brokkoli-Paprika-Karotten Auflauf

ზედაპირი რომ დაიბრაწება, მზად არის!

Brokkoli-Paprika-Karotten Auflauf

სუფრასთან მიიტანეთ თბილი. ძალიან კარგადაა კომბინირებადი ხორცეულთან, ბრინჯთან, კარტოფილთან ან წიწიბურასთან. ძალიან გემრიელია ცალკეც, როგორც მსუბუქი და დიეტური კერძი.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *