ბროკოლის და სტაფილოს კრემსუპი
ბროკოლის და სტაფილოს კრემსუპი ძალიან გემრიელი და ძალიან სასარგებლო წვნიანია. ეს ვეგეტარული კერძი ვიტამინებით მდიდარია და დაბალკალორიული, რადგან ცხიმის გარეშე მზადდება. აუცილებლად სინჯეთ, ძალიან მოგეწონებათ. დასაშვებია ვეგანებისა და მარხულებისათვის. არ შეიცავს ლაქტოზას და გლუტენს.
მასალა:
- 500 გ ბროკოლი
- 500 გ სტაფილო
- 1 კბილი ნიორი
- მარილი, ხმელი ქინძი, წითელი წიწაკა (ხმელი ან ნედლი) გემოვნებით
- ქინძის პატარა კონა
მომზადება:
სტაფილო დაჭერით მოზრდილ ნაჭრებად და მოხარშეთ ქვაბში. სტაფილო კარგად რომ დარბილდება, დაამატეთ ყვავილებად დანაწილებული გარეცხილი ბროკოლი და გააგრძელეთ ხარშვა. ხარშვისას წყალი ბროკოლიმდე უნდა აღწევდეს. ბროკოლიც რომ მოიხარშება, ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან, ნახარშის ნაწილი გადაასხით რაიმე ჭურჭელში და გადაინახეთ. ბოსტნეულის დაამატეთ გაჭყლეტილი ნიორი, დაჭრილი ქინძის ფოთლები, წიწაკა და მარილი გემოვნებით და “ბლენდერით” ათქვიფეთ კრემისებური მასის მიღებამდე.
სუპის სისქე თავად არეგულირეთ შენახული ნახარშით. გემო გაუსინჯეთ და კედევ ერთხელ წამოადუღეთ.
სუფრასთან ცხელი მიიტანეთ ღრმა თეფშით. თეფშზე დასხმულ სუპს დაამატეთ 1 ჩკ მდნარი ყველი (სურვილით).
მიირთვით გემრიელად!