ყაბაყისა და ბროკოლის ცხელი სალათი

On 28/04/2013 by letusc

სასიამოვნო გრძნობაა, სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს შვილების მიერ მომზადებული ვახშამი რომ დაგხვდება  (ისე, ეს არც ისე ხშირად ხდება Smile) და თანაც ჯანსაღი და გემრიელი.   სწორედ ასეთია ვეგეტარიანულ-სამარხვო კერძი – ყაბაყისა და ბროკოლის ცხელი სალათი. გარდა იმისა, რომ ძალიან გემრიელია, დაბალკალორიულია და ადვილი მოსამზადებელი. თქვენ შეგიძლიათ, რა საკვირველია, თქვენი გემოვნებით დაუმატოთ რომელიმე ბოსტნეული. ამ შემთხვევაში გაითვალისწინეთ, ხარშვის დრო და, აქედან გამომდინარე, თანამიმდევრობა. მთავარია, იყოს ჯანსაღი და გემრიელი! ჩემმა შვილებმა ჩვენი მაცივრის შიგთავსის მიხედვით შეარჩიეს ეს კომბინაცია.

ყაბაყისა და ბროკოლის ცხელი სალათი

მასალა:

  • 1 ყაბაყი
  • 500 გ ბროკოლი
  • 200 გ ქამა სოკო
  • 2 თავი ხახვი
  • ქინძი და ოხრახუში
  • 200 გ მწვანე ლობიო, წინასწარ მოხარშული ან გაყინული
  • ზეთი ხახვის მოსახრაკად
  • წიწაკა ან პილპილი, მარილი ქარი (curry)

მომზადება:

მოამზადეთ ბოსტნეული: ყაბაყი დაჭერით რგოლებად, სოკო-მსხვილ ნაჭრებად. ნედლი ლობიო წინასწარ მოხარშეთ ან თუ გაყინული გაქვთ, ბროკოლის მოხარშვისას ჩაუშვით ქვაბში დასადნობად.

მოზრდილ ტაფაში წვრილად დაჭრილი ხახვი მსუბუქად მოხრაკეთ ზეთში, ყაბაყი და სოკო დაამატეთ და საშუალო ცეცხლზე გააგრძელეთ მოშუშვა. ამასობაში ბროკოლი მოხარშეთ. მოხარშვის წესი აქ ნახეთ.

Brokkoli

ხარშვისას მწვანე ლობიოც ჩაამატეთ, თუ გაყინული გაქვთ. მოხარშულ ბროკოლის (და ლობიოს) წყალი გადაუწურეთ და ჩაამატეთ ტაფაში, როცა ყაბაყი და სოკო თითქმის მზად იქნება. შეანელეთ მარილით და სუნელებით და სუფრასთან მიტანის წინ დაჭრილი მწვანილი მოაფრქვიეთ.

მიირთვით ცხელი მოხარშულ ან შემწვარ ხორცეულის კერძებთან, ვეგეტარიანელებმა და მარხულებმა ბრინჯის და კარტოფილის კერძებთან ერთად ან ცალკე.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *