კვერცხი პამიდორში

On 15/11/2012 by letusc

კვერცხი პამიდორში – გემრიელი, სასარგებლო და მარტივი საუზმე.

 Überbackene Tomaten mit Ei

მასალა:

  • პამიდვრები,
  • ყველი (მოცარელა, სულგუნი, ან სხვა),
  • კვერცხი,
  • მარილი, ახლად დაფქული წიწაკა, ან პილპილი

მომზადება:

აიღეთ დიდი ზომის  ბრტყელძირიანი პამიდვრები (სასურველი რაოდენობით), გადააჭერით თავი, დანისა და კოვზის საშუალებით გამოიღეთ რბილობი ისე, რომ კედლები არ დააზიანოთ. მოაფრქვიეთ შიდა ზედაპირზე მარილი და წიწაკა, ან პილპილი, ძირზე მოაწყვეთ ყველის პატარა ნაჭრები.Überbackene Tomaten mit Ei-Schritt 1

თუ უმარილო ყველი გაქვთ, მარილი მოაფრქვიეთ და შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. ყველი დნობას რომ დაიწყებს, გამოიღეთ ღუმლიდან, ჩაახალეთ თითო კვერცხი, ზედაპირი შეკმაზეთ მარილით და პილპილით და ღუმელში შეაბრუნეთ.Überbackene Tomaten mit Ei-Schritt 2

გამოაცხვეთ კვერცხის სასურველ კონსისტენციამდე.Servierfertige Überbackene Tomaten mit Ei

მიირთვით ცხელი ტოსტთან ან სხვა სახის გახუხულ პურთან ერთად (პურის გარეშეც ძალიან გემრიელია).

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

One Response to “კვერცხი პამიდორში”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *