ღორის ხორცის რულეტი სატაცურით

On 04/05/2014 by letusc

ძალიან გემრიელი ღორის ხორცის რულეტი სატაცურით და ყველით – დაბალკალორიული, აგლუტენური და დაბალნახშირწყლოვანი კერძი. თუ ნაკლებცხიმიან ყველს გამოიყენებთ, კერძის კალორიულობას შეამცირებთ. მოამზადეთ აუცილებლად, ძალიან მოგეწონებათ.

 

Ueberbackene Schweineroellchen mit Spargel

 

მასალა:

  • 4 ცალი ღორის ხორცის თხელი, ფართო ნაჭერი
  • 4 სკ კრემყველი (დაახლოებით)
  • 1 თავი ხახვი
  • 1-2 კბილი ნიორი
  • ცოტაოდენი ქინძი
  • მარილი და პილპილი
  • 1-2 კვერცხი
  • 200 მლ რძე ან ნაღები
  • 100-150 გ გახეხილი ყველი
  • ზეთი შესაწვავად
  • 500 გ მწვანე სატაცური

მომზადება:

სატაცურს გადააჭერით ძირები დაახლოებით 2 სმ-ის სიგრძეზე. თუ სქელი კანი აქვს, ღერების ქვედა ნაწილი გაფცქვენით. მოხარშეთ ადუღებულ და დამარილებულ წყალში 5 წუთის განმავლობაში, გადაწურეთ, ცივი წყალი გადაავლეთ და საწურზე დაწურეთ.

 

Spargel kochen
ხორცი გარეცხეთ და შეაშრეთ, დაბეგვეთ და ორივე მხრიდან მოაყარეთ მარილი და პილპილი. ერთი მხრიდან გადაუსვით კრემყველი, ცოტაოდენი გაჭყლეტილი ნიორი, მოაფრქვიეთ დაჭრილი ქინძი, ხახვი და პილპილი, გადაახვიეთ რულეტად და დაამაგრეთ მეტალის ან ხის ჩხირით.

 

Fleischrollen mit Käse

 

რულეტები შეწვით ზეთში ყველა მხრიდან. ძალიან ნუ გამოაშრობთ.
კვერცხი გათქვიფეთ რძესთან (ან ნაღებთან) ერთად და შეკმაზეთ მარილით და პილპილით.
ცეცხლგამძლე ფორმაში ჩააწყვეთ შებრაწული რულეტები. სატაცური რულეტებს შორის და ირგვლივ გადაანაწილეთ, მოასხით კვერცხის და რძის ნარევი და მოაყარეთ გახეხილი ყველი.

 

Ueberbackene Fleischrollen

 

 

Fleischrollen

 

ყალიბი შედგით წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ, ვიდრე ზედაპირი არ შეიფერება.

 

Ueberbackene Schweineroellchen
ღორის ხორცის რულეტი სატაცურით სუფრასთან ცხელი მიიტანეთ ყალიბითვე, მოაფრქვიეთ დაჭრილი ქინძი.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *