ქამა სოკო ისპანახით
ჩემს შვილს 18 წლის ასაკში ისპანახი შეუყვარდა! ჰოდა მეც შემთხვევას არ ვუშვებ ხელიდან და რაც შეიძლება ხშირად ვამზადებ ისპანახს, ვიტამინების წყაროს.
გთავაზობთ ძალიან გემრიელ, სასარგებლო და უმარტივეს კერძს – ქამა სოკო ისპანახით. კერძი აგლუტენური, დაბალნახშირწყლოვანი და დაბალკალორიულია. მოამზადეთ და ისიამოვნეთ.
მასალა:
- 10 დიდი სოკო
- 1 კგ ისპანახი, ცოცხალი ან გაყინული
- 1 თავი ხახვი
- 2 კბილი ნიორი
- მარილი, წიწაკა
- პატარა კონა ქინძი
- 150 გ სულგუნი ან მოცარელა
- ზეთი მოსაშუშად
მომზადება:
მოამზადეთ ისპანახი ისე, როგორც ისპანახის ღვეზელის რეცეპტშია აღწერილი.
სოკო ქაღალდის ხელსახოცით გაასუფთავეთ ან გაფცქვენით. ფეხი ფრთხილად მოაძრეთ და მარილი და პილპილი მოაფრქვიეთ.
ამოავსეთ მომზადებული ისპანახით, დაადეთ ყველის ნაჭერი, მოაფრქვიეთ მსხვილად დაფქული წიწაკა (მოცარელას შემთხვევაში მარილიც მოაყარეთ) და შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
გამოაცხვეთ, ვიდრე ყველი არ შეიბრაწება.
ქამა სოკო ისპანახით სუფრასთან ცხელი მიიტანეთ.
მიირთვით გემრიელად!