ღორის სუკი სატაცურით
ადვილად მოსამზადებელი და უგემრიელესი კერძი – ღორის სუკი სატაცურით. დაბალნახშირწყლოვანი და ცილებით მდიდარი კერძი.
მასალა ორი ულუფისათვის:
- 400-450 გ სუკი (მთლიანი)
- 3-4 ცალი მწვანე სატაცური
- 1-2 სკ მდოგვი ან კრემყველი
- 1-2 კბილი ნიორი
- ცოტაოდენი დაჭრილი ქინძი
- 100-150 გ ბეკონი
- 5-6 ცალი კარტოფილი,
- ½ თავი ხახვი
- მარილი და დაფქული წიწაკა
- 1-2 სკ ზეთი
მომზადება:
სატაცური მოხარშეთ.
კარტოფილი გარეცხეთ და შუაზე გაჭერით. მოაფრქვიეთ მარილი და წიწაკა.
სუკი გარეცხეთ და შეაშრეთ. ბასრი დანით სიგრძეზე ჩაჭერით, მაგრამ არა ბოლომდე. გადახსენით და ნახევრებიც ჩაჭერით. ასე გაზრდით ხორცის ზედაპირს და შიგთავსის გახვევაც ადვილი იქნება. შეგიძლიათ მსუბუქად დაბეგვოთ კიდეც. სუკს შიგნიდან და გარედან მარილი და წიწაკა მოაფრქვიეთ. შიდა ზედაპირზე წაუსვით გაჭყლეტილი ნიორი, მდოგვი ან კრემ-ყველი, მოაფრქვიეთ ქინძი და რკალებად დაჭრილი ხახვი და დააწყვეთ სატაცურიები. ხორცი გადაახვიეთ და მეტალის ან ხის ჩხირებით დაამაგრეთ. შემდეგ ბეკონი შემოახვიეთ და კულინარული (ან ჩვეულებრივი ძაფით) შეკარით, რომ არ გაიხსნას.
ცეცხლგამძლე ფორმაში ქაღალდი ჩაფინეთ, წააცხეთ ზეთი, ცენტრში მოათავსეთ სუკი, შემოუწყვეთ კარტოფილი და შეწვით გაცხელებულ შუმელში დაახლოებით 220 გრადუსზე. ერთხელ გადააბრუნეთ.
შემწვარ სუკს მოაცალეთ ძაფი და ჩხირები, ბასრი დანით დაჭერით და ცხელ-ცხელი მიიტანეთ სუფრასთან.
მიირთვით გემრიელად!
[…] Schweinefilet mit einem scharfen Messer der Länge nach auf der Seite einschneiden (nicht durchschneiden) und […]