ღორის ზურგი ბოსტნეულით

On 22/03/2013 by letusc

ძალიან გემრიელი, მარტივად მოსამზადებელი და ჯანსაღი კერძი ცილებით, ბევრი ვიტამინებით, ნელი ნახშირწყლებით და ცხიმის მინიმალური რაოდენობით.

Schweinerücken mit Gemüse

მასალა:

  • ღორის ზურგის ნაჭერი
  • კარტოფილი
  • სტაფილო,
  • ყაბაყი,
  • მწვანე ხახვი,
  • ბულგარული წიწაკა, ფერადი
  • ქამა სოკო
  • ქინძი და ოხრახუში
  • ნიორი, მარილი, ახლად დაფქული წითელი წიწაკა

ბოსტნეულის რაოდენობა თავად განსაზღვრეთ. გაითვალისწინეთ, რომ ბოსტნეული შეწვის შემდეგ ზომაში მცირდება.

მომზადება:

ხორცი გარეცხეთ და ქაღალდის ხელსახოცით შეაშრეთ. ირგვლივ წაუსვით გაჭყლეტილი ნიორი, მოაფრქვიეთ ახლად დაფქული წითელი წიწაკა და მარილი და შედგით 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. ხშირად აბრუნეთ. ცოტა ხანში ცეცხლს დაუუწიეთ 180-200 გრადუსამდე და დატოვეთ დაახლოებით ერთი საათი, პერიოდულად გადააბრუნეთ.

ამასობაში მოამზადეთ ბოსტნეული:

კარტოფილი, სტაფილო, ყაბაყი, მწვანე ხახვი, ბულგარული წიწაკა და ქამა სოკო დაჭერით მოზრდილ ნაჭრებად. დაჭრილი ბოსტნეული ყველა ერთად მოათავსეთ ჯამში, შეკმაზეთ მარილით, წიწაკით და  ხმელი მწვანილით (სურვილით).

ხორცი ნახევრად რომ მომზადდება, ბოსტნეული შემოუწყვეთ და სრულ მზადყოფნამდე კიდევ დაახლოებით ერთი საათი დატოვეთ ღუმელში.

Schweinerücken mit Gemüse

პერიოდულად ხორცი გადააბრუნეთ და ბოსტნეულსაც ამოურიეთ. ხორცის შეწვის დრო დამოკიდებულია ცხოველის ასაკზე, ხორცის ზომაზე (წონაზე) და ღუმელის თავისებურებებზე.

თუ ნახშირწყლების მიღებას ერიდებით, კერძი კარტოფილის გარეშე მოამზადეთ.

Schweinerücken mit Gemüse

მომზადებული ხორცი გადაიტანეთ ოვალურ თეფშზე, შემოუწყვეთ ბოსტნეული და მოაფრქვიეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

Schweinerücken mit Gemüse

მიირთვით ცხელ-ცხელი გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *