შოკოლადიანი ფენოვანი ტორტი
უგემრიელესი ფენოვანი ტორტი შოკოლადიანი ბისკვიტით და შესქელებული რძის კრემით. სცადეთ, ადვილი მოსამზადებელია.
მასალა 20-24 სმ დიამეტრის ან 25სმ X15სმ ფორმისათვის:
ბისკვიტი:
- 100 გ შაქარი
- 3 კვერცხი
- 160 გ ფქვილი
- 1 ჩკ გამაფხვიერებელი
- 1 ჩკ კაკაო
- 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
- 100 გ ქოქოსის ცხიმი
- მწიკვი მარილი
- 60 გ მუქი შოკოლადი
კრემი:
- 1 ქილა დაშაქრული შესქელებული რძე
- 125 გ კარაქი
მომზადება:
შესქელებული რძის ქილა გაუხსნელად ჩადეთ ქვაბში, დაასხით იმდენი წყალი, რომ საკმაოდ დაიფაროს და ადუღეთ ორი საათი. შემდეგ ამოიღეთ წყლიდან და ბოლომდე გააცივეთ.
ფორმაში ჩაფინეთ ქაღალდი. ღუმელი 170 გრადუსზე გაახურეთ.
კვერცხი გათქვიფეთ შაქართან და ვანილიან შაქართან ერთად, დაამატეთ დარბილებული ქოქოსის ცხიმი და გააგრძელეთ თქვეფა.
ფქვილი, სახამებელი, მარილი, კაკაო და გამაფხვიერებელი ერთად დააცერით კვერცხიან მასას და და შეათქვიფეთ. შეურიეთ ორთქლზე ან მიკროტალღოვან ღუმელში დამდნარი შოკოლადიც. ცომი ჩაასხით მომზადებულ ფორმაში, ზედაპირი გადაასწორეთ და აცხვეთ დაახლოებით 40 წუთი. ხის ჩხირით შეამოწმეთ, თუ ნამცხვარი მზადაა.
ნამცხვარი ფორმაშივე შეაგრილეთ, ცხრილზე გადაიტანეთ ბოლომდე გააცივეთ.
ვიდრე ბისკვიტი გაცივდება, კრემი მოამზადეთ: გაცივებულ, ოთახის ტემპერატურის შესქელებული რძე ათქვიფეთ მიქსერით. შეათქვიფეთ წინასწარ გათქვეფილი ოთახის ტემპერატურის კარაქი.
ბისკვიტი კარგად რომ გაცივდება, ბასრი დანით ძალიან ფრთხილად გაჭერით ოთხ ჰორიზონტალურ ფენად. ფენები კრემით შეაერთეთ და მორთეთ სურვილისამებრ, მაგალითად:
1. ზედა ფენას კრემის მაგიერ შოკოლადის მინანქარი გადაუსვით.
2. ნამცხვარს ზევიდანაც კრემი გადაუსვით და ხილით მორთეთ.
3. მთლიან ნამცხვარს ფონდანტი გადააფინეთ და თქვენი გემოვნებით მორთეთ. ამ შემთხვევაში ზედაპირზე კრემს ნუ წაუსვავთ.
ნამცხვარი რამოდენიმე საათით მაცივარში დაასვენეთ, კრემით გაიჟღინთება და გემრიელი გამოვა.
მიირთვით გემრიელად!
[…] den Rhabarberkuchen habe ich gekaufte Karamellcreme verwendet. Sie können aber die Karamellcreme selbst […]