სახელდახელო ნიგვზიანი პური

On 18/03/2014 by letusc

სახელდახელო ნიგვზიანი პური მართლაც „სახელდახელოა“ – 10 წუთი მომზადებას სჭირდება და 50-80 წუთი გამოცხობას. ცომი აფუებას არ საჭიროებს. ზედგამოჭრილია დაკავებული ადამიანებისათვის. Smile უგემრიელესია!!! უსათუოდ სცადეთ! Smile
ამ რეცეპტით გამოვიდა 10 მაფინი და ერთი დიდი პური.
პურის მსგავსი სახეები შეგიძლიათ პურის კატეგორიაში მოიძიოთ.

Schnelles Walnussbrot

მასალა:

1 კგ სრულმარცვლოვანი ფქვილი (იფქილი/ხორბალი/ჭვავი)
2 შეკვრა მშრალი საფუარი
2, 5 ჩკ მარილი
100 გ მსხვილად დატეხილი ნიგოზი,
100 გ სელის თესლი
1 ლ ნელთბილი წყალი (დაახლოებით)

მომზადება:

ფქვილი, საფუარი, ნიგოზი, სელი და მარილი ჩაყარეთ ჯამში და კოვზით ურიეთ. შუაში გააკეთეთ ღრმული, წყალი ჩაასხით თანდათანობით და ზილეთ, ვიდრე ცომი ჯამის კედლებს აღარ მიეწებება.
ამ ცომით შეგიძლიათ ერთი მთლიანი, ან ორი პური გამოაცხოთ. მე 10 მაფინი და ერთი დიდი პური გამოვაცხვე. თუ თქვენც ასე გადაწყვეტთ, მაშინ მაფინების სილიკონის ან მეტალის ფორმებს ცხიმი წააცხეთ და ორი სველი კოვზის საშუალებით ერთი სუფრის კოვზი ცომი მაფინების ფორმებში მოათავსეთ.

Brotmuffins

დანარჩენი ცომი ფქვილიან დაფაზე დადეთ, გადაზილეთ, მოგრძო ფორმა მიეცით და ქაღალდდაფენილ საცხობ ფურცელზე გადაიტანეთ, ზედაპირზე სველი ხელი გადაუსვით, ფქვილი მოაყარეთ და ბასრი დანით ირიბად ჩაჭერით.

Schnelles Walnuss-Brot
იქვე მიუწყვეთ მაფინებიც.
პატარა ცეცხლგამძლე ჯამში ჩაასხით წყალი და ღუმელის ძირზე დადეთ. სინოტივე ხელს უწყობს პურის გაფუებას და ხრამუნა ქერქის გაკეთებას.
შედგით პურით და მაფინებით დატვირთული საცხობი ფურცელი ღუმელში და 200 გრადუსზე, ზედა და ქვედა ცეცხლის პირობებში გამოაცხვეთ. მაფინებს დაახლოებით 50 წუთი დასჭირდა, პური კი 80 წუთის განმავლობაში ცხვებოდა.
გამომცხვარი პური ცხრილზე გააცივეთ და ისიამოვნეთ.

Walnussbrot

Walnussbrotmuffins
სახელდახელო ნიგვზიანი პური გემრიელია თბილიც და ცივიც. უხდება კარაქი, ჯემები, თაფლი, ძეხვები, სხვადასხვა სახეობის ყველი, მაგალითად: მდნარი და კრემყველი.

გამოაცხვეთ და გემრიელად მიირთვით! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *