შვრიის, ფეტვის და ნიგვზის პური

On 25/08/2014 by letusc

შვრიის, ფეტვის და ნიგვზის პური ძალიან გემრიელი, ადვილად მოსამზადებელი და სასარგებლო პურია. თუ გლუტენისაგან თავისუფალ შვრიის ფანტელს გამოიყენებთ, მიიღებთ აგლუტენურ პურს, რომელიც აგლუტენური დიეტისათვის და ხორბლის მიმართ ალერგიის დროს გამოგადგებათ. ცომი ადვილად და სწრაფად მზადდება, ცხობისათვის კი დაახლოებით ერთი საათი გაითვალისწინეთ. Smile

Glutenfreies Hafer-Hirse-Walnussbrot

მასალა:

  • 300 გ შვრიის ფანტელი
  • 200 გ ფეტვის ფანტელი
  • ½ ჩკ მარილი
  • 550-600 მლ ნელ-თბილი წყალი
  • 7 გ მშრალი საფუარი
  • 100 გ დატეხილი ნიგოზი
  • 50 გ სელის თესლის ღერღილი
  • ცოტაოდენი ქოქოსის ცხიმი ფორმისათვის

მომზადება:

ფორმას წააცხეთ ქოქოსის ცხიმი.
შვრიის და ფეტვის ფანტელი დაფქვით ნებისმიერი სახის საფქვავით, მაგალითად, ბლენდერით.

Hafermehl

ფქვილი ჩაყარეთ ჯამში, დაამატეთ მარილი, საფუარი, ნიგოზი, სელი და აურიეთ ერთმანეთში. შემდეგ დაასხით წყალი და მოზილეთ ცომი. ცომი გადაიტანეთ ფორმაში, სველი ხელით გადაასწორეთ ზედაპირი, მოაფრქვიეთ შვრიის ფანტელები და ხელით მსუბუქად დატკეპნეთ. ცომის გაფუება საჭირო არაა. ფორმა შედგით გაუხურებელ ღუმელში და აცხვეთ 220 გრადუსზე დაახლოებით 1 სთ.

Hafer-Hirse-Walnussbrot
გამომცხვარი პური ფორმიდან ამოიღეთ და ცხრილზე გააცივეთ.

Johannisbeerkonfitüre
შვრიის, ფეტვის და ნიგვზის პური ძალიან კარგია საუზმისათვის, უხდება კარაქი, ყველი, ძეხვი, მურაბები, ჯემები.

გემრიელად მიირთვით!  Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *