როზმარინიანი ქათამი კარტოფილით
ადვილად მოსამზადებელი და ძალიან გემრიელი კერძი როზმარინის არომატით. ჩემი ოჯახის წევრებს ძალიან მოსწონთ და ხშირად მიკვეთავენ. თქვენც სცადეთ
მასალა:
4 ცალი ქათმის ბარკალი
1 დიდი პრასა
4 დიდი კარტოფილი
1 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა
4 კბილი ნიორი
მარილი, წიწაკის ფანტელები (ახლად დაფქული)
როზმარინის გამხმარი ან ნედლი ფოთლები
მასალა:
ბარკლები გარეცხეთ და ქაღალდზე შეაშრეთ. მოაფრქვიეთ მარილი, წიწაკა და გამხმარი როზმარინი. დააწყვეთ ქაღალდდაფენილ საცხობ ფურცელზე კანით ქვევით.
კარტოფილი გარეცხეთ, ნუ გაფცქვნით, მსხვილ ნაჭრებად დაჭერით და მოაფრქვიეთ როზმარინი, მარილი და წიწაკის ფანტელები. ხელით აურიეთ.
კარტოფილი გაანაწილეთ ბარკლებს შორის და შედგით წინასწარ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
ცეცხლის ინტენსივობა თავად განსაზღვრეთ თქვენი ღუმელის თავისებურებების გათვალისწინებით.
ბულგარული წიწაკა დაჭერით კუბებად, პრასა მსხვილ რგოლებად დაჭერით. გაარჩიეთ ნიორი.
დაახლოებით 20 წუთში, პრასა, ბულგარული და ნიორი კარტოფილზე დააწყვეთ და გააგრძელეთ შეწვა.
დაახლოებით 10 წუთში, ხორცის ზედაპირი რომ შეიბრაწება, ბარკლები და ბოსტნეული გადააბრუნეთ და შეაბრუნეთ ღუმელში. ცეცხლს დაუწიეთ 200 გრადუსამდე. დაახლოებით ნახევარ საათში კერძი მზადაა.
როზმარინიანი ქათამი კარტოფილით სუფრასთან ცხლად მიიტანეთ.
გემრიელად მიირთვით!