ღუმელში შებრაწული ქათამი ბროკოლით და კარტოფილით
გემრიელი, სასარგებლო და დაბალკალორიული კერძი, ღუმელში შებრაწული ქათამი ბროკოლით და კარტოფილით, რომელიც ძალიან მარტივად მზადდება და არ მოითხოვს დიდ გამოცდილებას.
მასალა:
- 1 ქათამი
- 10 ცალი კარტოფილი
- 500 გ ბროკოლი
- მარილი, მსხვილად დაფქული წიწაკა
- ცოტა ზეთი
მომზადება:
ღუმელი 220 გრადუსზე გააცხელეთ.
ქათამი გარეცხეთ, შეამშრალეთ, შიგნიდან და გარედან დაამარილეთ, მოაყარეთ დაფქული წიწაკა. ყალიბში ჩაფინეთ ქაღალდი, წაუსვით თხლად ზეთი და დადეთ ზედ ქათამი მკერდით ქვევით.
კარტოფილი კარგად გარეცხეთ, შუაზე გაჭერით და დაამარილეთ. არ გაფცქვნათ! ქათამს ირგვლივ შემოუწყვეთ და ღუმელში შედგით. ქათამი და კარტოფილი ნახევრად რომ შეიწვება, ორივე გადააბრუნეთ.
ბროკოლი მოხარშეთ. მოხარშვის წესი ამ რეცეპტშია აღწერილი.
შემწვარი ქათამი მოათავსეთ ლანგარზე და შემოუწყვეთ კარტოფილი და ბრკოლი. ასევე მიიტანეთ სუფრასთან და სტუმრებთან ერთად დაჭერით.
მარხულებს და ვეგეტარიანელებს შეუძლიათ მხოლოდ კარტოფილი შეწვან ყალიბში, ოღონდ ცოტა მეტი ცხიმი მისცენ, რომ არ დაიწებოს.
მიირთვით გემრიელად!