წითელი ხავერდის ხვეული ტორტი

On 06/03/2015 by letusc

პოპულარული ამერიკული ნამცხვარი red velvet cake ამჯერად ხვეული ტორტის დიზაინით გამოვაცხვე. ხვეულ ტორტს გერმანელები Wickeltorte-ს (ხვეული ტორტი) ეძახიან და ინგლისურენოვენ სამყაროში – Vertical layer cake –ს (ვერიკალური ფენოვანი ტორტი). ძალიან ლამაზი და, რაც მთავარია, უგემრიელესი გამოვიდა!!! Smile

შესაძლებელია ამ ნამცხვრის აგლუტენური და ულაქტოზო ვარიანტის გამოცხობაც, თუ კი აგლუტენურ ფქვილს და ულაქტოზო რძის პროდუქტებს გამოიყენებთ.

წითელი ხავერდის ხვეული ტორტის მომზადებისათვის გამოაცხვეთ ორი ბისკვიტი, ერთი მრგვალი, 24 სმ დიამეტრის ფორმაში და მეორე იგივე ცომით – მართკუთხედ, 30X40 საცხობ ფორმაში. მასალის ჩამონათვალში მოცემული რაოდენობა მხოლოდ ერთი ბისკვიტიათვისაა გათვალისწინებული. მეორე ბისკვიტისათვისაც მასალის იგივე (დამატებით) რაოდენობა გამოიყენეთ.

Red Velvet Wickeltorte

მასალა:

ცომი ერთი ბისკვიტისათვის: 

  • 2 კვერცხი
  • 150 გ შაქარი
  • 100 გ კარაქი
  • 150 გ მაწონი/კეფირი
  • 1 სკ კაკაო
  • 150 გ ფქვილი
  • 1/2 ჩკ გამაფხვიერებელი
  • 1/2 ჩკ სოდა 
  • 1 ჩკ ძმარი
  • 1 მწიკვი მარილი
  • წითელი ფერი რამდენიც დასჭირდება

კრემ-ყველის კრემი:

  • 600 გ კრემ-ყველი
  • 200 გ ნაღები
  • 180 გ შაქრის პუდრი
  • 2 შეკვრა ვანილიანი შაქრი

500 გ შაქრის ფონდანტი (დაახლოებით) დეკორაციისათვის.

მომზადება:

ცომი:
მრგვალი ბისკვიტი:
საცხობ ყალიბებში ქაღალდი ჩაფინეთ და ღუმელი 170 გრადუსზე გააცხელეთ.
ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი და კაკაო ერთად გაცერით.
კარაქი და შაქარი ერთად გათქვიფეთ კრემისებური მასის მიღებამდე და კვერცხებიც ერთმანეთის მიყოლებით შეათქვიფეთ.
მაწონს/კეფირს შეურიეთ საკვები წითელი ფერის საღებავი. საღებავის რაოდენობა თავად განსაზღვრეთ ცომის ფერის მიხედვით. გამზადებული ცომი უნდა იყოს წითელი ფერის. თუ ფერი ბაცი მოგეჩვენებათ, ცოტა კეფირში გახსენით დამატებითი რაოდენობის საღებავი და დაამატეთ ცომს.
ფქვილის ნარევი და შეფერილი კეფირი მონაცვლეობით დაამატეთ კვერცხიან მასას და კარგად ურიეთ. ბოლოს სოდას შეურიეთ ძმარი, დაასხით ცომს და კარგად შეურიეთ.
ცომი მოათავსეთ მრგვალ მომზადებულ ფორმაში და ზედაპირი გადაასწორეთ. ფორმა შედგით წინასწარ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთით ზედა და ქვედა ცეცხლის რეჟიმზე. ხის ჩხირით შეამოწმეთ გამოცხობის ხარისხი.
გამომცხვარი წითელი ხავერდის ნამცხვარი ფორმაში შეაგრილეთ, შემდეგ გვერდები და ძირიდან ქაღალდი მოხსენით და ცხრილზე გააცივეთ.

მართკუთხედი ბისკვიტი:
ვიდრე მრგვალი ბისკვიტი ცივდება, გამოაცხვეთ მეორე ბისკვიტი. ცომი ზუსტად ისე მოამზადეთ, როგორც მრგვალი ბისკვიტისათვის, 30სმX40სმ საცხობ ფურცელზე თანაბრად გადაანაწილეთ და დაახლოებით 10 წუთი აცხვეთ. რომ გამოცხვება, ტილოზე გადააბრუნეთ და ქაღალდით ზევით გააცივეთ (ქაღალდი არ მოხსნათ).

შემდეგ მოამზადეთ კრემი:
კრემის მოსამზადებლად მდნარი ყველი ათქვიფეთ მიქსერით, თანდათანობით დაამატეთ გაცრილი შაქარი და ვანილი. ცალკე ათქვიფეთ ცივი ნაღები მიქსერით და თანდათანობით კოვზით შეურიეთ ყველს. კრემი 30-60 წუთით გააცივეთ მაცივარში.

ტორტის აწყობა:
მრგვალი ბისკვიტი ბასრი დანით გაჭერით ორ ჰორიზონტალურ ფენად. ქვედა ფენა მოათავსეთ ტორტის ლანგარზე და წაუსვით კრემი.
მართკუთხედ ბისკვიტს მოაცალეთ ქაღალდი და სიგრძივად დაჭერით 5 ზოლად. ზოლებს წაუსვით კრემი.
პირველი ზოლი დაახვიეთ რულეტისებრად, გადააბრუნეთ და დასვით მრგვალი კრემწასმული ფენის ცენტრში. მეორე ზოლი აიღეთ ფრთხილად და კრემიანი მხრიდან შემოახვიეთ დახვეულ პირველ ზოლს. ასე გააგრძელეთ, ვიდრე ყველა ზოლს არ შემოახვევთ. თუ ბისკვიტი ძალიან ნაზია და ტრანსპორტირება გაგიჭირდათ, ზოლები შუაზე გადაჭერით და ნახევარ-ნახევარი შემოახვიეთ ტორტს. დახვეულ ზოლებს ზევიდან გადაუსვით კრემი და დააფარეთ მეორე მრგვალი ფენა. თუ მრგვალი ბისკვიტი დახვეულ ტორტზე განიერი აღმოჩნდა, კიდეები შემოაჭერით და მორჩენილ კრემით და კიდეებით ისუსნავეთ. Sealed

Rote Wickeltorte
აწყობილ ტორტს ჩამოაცვით შესაფერისი დიამეტრის ფორმის გვერდები/რკალი და შედგით მაცივარში1-2 საათით.
ვიდრე ტორტი ისვენებს, მოამზადეთ ფონდანტი, ხელით ზილეთ და დაარბილეთ, გააბრტყელეთ და მორთეთ ტორტი.

Rote Samtwickeltorte

Red velvet vertical layer cake

Vertical layer Cake
წითელი ხავერდის ხვეული თორტი შეგიძლიათ კრემითაც მორთოთ. ამისათვის ცოტა მეტი კრემი მოამზადეთ.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *