წითელი ხავერდის ტორტები

On 06/01/2016 by letusc

წითელი ხავერდის ტორტი, რომლის სამშობლო ამერიკაა, ძალიან გემრიელი და არომატული ნამცხვარია. უკვე გაგაცანით წითელი ხავერდის ტორტის რამოდენიმე ვარიანტი. ამჯერად შემოგთავაზებთ წითელი ხავერდის პატარა ტორტებს კრემყველის კრემით, რომელიც წითელი ხავერდის ხვეული ტორტის რეცეპტით, მაგრამ განსხვავებული დიზაინით მოვამზადე. ძალიან გემრიელი და ადვილად მოსამზადებელი ნამცხვარია.

 

Red Velvet Törtchen

 

მასალა:

ცომი:

  • 2 კვერცხი
  • 150 გ შაქარი
  • 100 გ კარაქი
  • 150 გ მაწონი/კეფირი
  • 1 სკ კაკაო
  • 150 გ ფქვილი
  • 1/2 ჩკ გამაფხვიერებელი
  • 1/2 ჩკ სოდა 
  • 1 ჩკ ძმარი
  • 1 მწიკვი მარილი
  • წითელი ფერი რამდენიც დასჭირდება

კრემ-ყველის კრემი:

  • 600 გ კრემ-ყველი
  • 200 გ ნაღები
  • 180 გ შაქრის პუდრი
  • 2 შეკვრა ვანილიანი შაქრი

მომზადება:

ბისკვიტი:
30სმX40სმ საცხობ ყალიბში ქაღალდი ჩაფინეთ და ღუმელი 170 გრადუსზე გააცხელეთ.
ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი და კაკაო ერთად გაცერით.
კარაქი და შაქარი ერთად გათქვიფეთ კრემისებური მასის მიღებამდე და კვერცხებიც ერთმანეთის მიყოლებით შეათქვიფეთ.
მაწონს/კეფირს შეურიეთ საკვები წითელი ფერის საღებავი. საღებავის რაოდენობა თავად განსაზღვრეთ ცომის ფერის მიხედვით. გამზადებული ცომი უნდა იყოს წითელი ფერის. თუ ფერი ბაცი მოგეჩვენებათ, ცოტა კეფირში გახსენით დამატებითი რაოდენობის საღებავი და დაამატეთ ცომს.
ფქვილის ნარევი და შეფერილი კეფირი მონაცვლეობით დაამატეთ კვერცხიან მასას და კარგად ურიეთ. ბოლოს სოდას შეურიეთ ძმარი, დაასხით ცომს და კარგად შეურიეთ.
ცომი საცხობ ფურცელზე თანაბრად გადაანაწილეთ და დაახლოებით 10 წუთი აცხვეთ. რომ გამოცხვება, ტილოზე გადააბრუნეთ და ქაღალდით ზევით გააცივეთ (ქაღალდი არ მოხსნათ). გაცივებულს ფრთხილად მოხსენით ქაღალდი.

კრემი:
კრემის მოსამზადებლად მდნარი ყველი ათქვიფეთ მიქსერით, თანდათანობით დაამატეთ გაცრილი შაქარი და ვანილი. ცალკე ათქვიფეთ ცივი ნაღები მიქსერით და თანდათანობით კოვზით შეურიეთ ყველს. კრემი 30-60 წუთით გააცივეთ მაცივარში.

აწყობა:
ბისკვიტი და კრემი რომ გაცივდება, შეუდექით ტორტების აწყობას.
თქვენთვის სასურველი დიამეტრის მეტალის რგოლის ან ჭიქის საშუალებით გამოჭერით წრეები ბისკვიტიდან, ორი ან სამი წრე კრემით შეაერთეთ და მორთეთ.
წითელი ხავერდის ტორტები სუფრასთან მიტანამდე რამოდენიმე საათით მაცივარში გააცივეთ.

გემრიელად მიირთვით! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *