წითელი ხავერდის ტორტი კრემ-ყველით

On 06/11/2014 by letusc

პოპულარული ამერიკული ნამცხვარი red velvet cake ამჟამად კრემყველის შიგთავსით გამოვაცხვე. ძალიან გემრიელი და არომატულია, რჩება ოდნავ ნოტიო. სცადეთ აუცილებლად. Smile

შესაძლებელია ამ ნამცხვრის აგლუტენური და ულაქტოზო ვარიანტის გამოცხობაც, თუ კი აგლუტენურ ფქვილს და ულაქტოზო რძის პროდუქტებს გამოიყენებთ.

 

Roter Samtkuchen mit Frischkäsefüllung

 

მასალა:

ცომი:

  • 2   კვერცხი
  • 150 გ შაქარი
  • 100 გ კარაქი
  • 150 გ მაწონი/კეფირი
  • 1 სკ კაკაო
  • 150 გ ფქვილი
  • 1/2 ჩკ გამაფხვიერებელი
  • 1/2 ჩკ სოდა
  • 1 ჩკ ძმარი
  • 1 მწიკვი მარილი
  • წითელი ფერი რამდენიც დასჭირდება

კრემ-ყველის შიგთავსი:

  • 200 გ კრემ-ყველი
  • 200 გ ხაჭო
  • 70 გ შაქარი
  • 1 სკ ლიმნის წვენი
  • 2 სკ რძე
  • 1 შეკვრა ვანილიანი პუდინგის ფხვნილი (დაახლოებით 40 გ)
  • შაქრის ფონდანტი, შაქრის პუდრი ან თეთრი შოკოლადი დეკორაციისათვის.

მომზადება:
ყველის შიგთავსი:
კრემ-ყველი,  ლიმონის წვენი, შაქარი, პუდინგის ფხვნილი და რძე შეურიეთ ერთმანეთს და კარგად ათქვიფეთ.

ცომი:
საცხობ ყალიბში ქაღალდი ჩაფინეთ და ღუმელი 170 გრადუსზე გააცხელეთ.
ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი და კაკაო ერთად გაცერით.
კარაქი და შაქარი ერთად გათქვიფეთ კრემისებური მასის მიღებამდე და კვერცხებიც ერთმანეთის მიყოლებით შეათქვიფეთ.
მაწონს/კეფირს შეურიეთ საკვები წითელი ფერის საღებავი. საღებავის რაოდენობა თავად განსაზღვრეთ ცომის ფერის მიხედვით. გამზადებული ცომი უნდა იყოს წითელი ფერის. თუ ფერი ბაცი მოგეჩვენებათ, ცოტა კეფირში გახსენით დამატებითი რაოდენობის საღებავი და დაამატეთ ცომს.
ფქვილის ნარევი და შეფერილი კეფირი მონაცვლეობით დაამატეთ კვერცხიან მასას და კარგად ურიეთ. ბოლოს სოდას შეურიეთ ძმარი, დაასხით ცომს და კარგად შეურიეთ.
ცომის ნახევარი მოათავსეთ მომზადებულ ფორმაში და ზედაპირი გადაასწორეთ. ცომის ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილეთ ყველის შიგთავსი, დაადეთ ცომის მეორე ნახევარი და კიდევ გადაასწორეთ.
ფორმა შედგით წინასწარ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში  30-40 წუთით ზედა და ქვედა ცეცხლის რეჟიმზე.

 

P1050130

 

ნახევარი დროის გასვლის შემდეგ ღუმელი გადაიყვანეთ ქვედა ცეცხლის რეჟიმზე. ხის ჩხირით შეამოწმეთ გამოცხობის ხარისხი.
გამომცხვარი წითელი ხავერდის ტორტი ფორმაშივე გააცივეთ.

 

red velvet cake
დეკორაციისათვის გამოიყენეთ შაქრის ფონდანტი, შაქრის პუდრი ან დამდნარი თეთრი შოკოლადი.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *