ყველის ტორტი კომშით
კომში ძალიან არომატული და სასარგებლო ზამთრის ხილია, მისგან გამომცხვარი ნამცხვრებიც ძალიან გემრიელი გამოდის. ამჯერად შემოგთავაზებთ ყველის ტორტს კომშით (cheesecake). მარტივია ძალიან, აუცილებლად სცადეთ.
მასალა 24 სმ დიამეტრიანი ყალიბისათვის:
- 400 გ კრემყველი
- 120 გ შაქარი
- 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
- 4 კვერცხი, ცილა და გულები ცალ-ცალკე
- 100 გ კარაქი
- 50 გ შვრიის ფანტელი
- 40 გ სახამებელი (მაგ. სიმინდის ან ბრინჯის)
- 1/2 ჩკ გამაფხვიერებელი
მომზადება:
კომშები ოთხ ნაწილად გაჭერით, გათალეთ და თესლები ამოაჭერით. დაჭერით თხელ, გრძელ ნაჭრებად. დაჭრილი კომში მიკროტალღოვან ღუმელში დაახლოებით 2-3 წუთი წახარშეთ და გააცივეთ.
ვიდრე კომში გაცივდება, ცომი მოამზადეთ.
ყალიბში, რომელსაც გვერდები ეხსნება, ჩაფინეთ ქაღალდი და კედლებზე კარაქი წააცხეთ.
ღუმელი 170 გრადუსზე გააცხელეთ.
გათქვიფეთ კვერცხის ცილა გამკვრივებამდე.
კრემყველი გათქვიფეთ შაქართან და ვანილიან შაქართან ერთად, დაამატეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი, კვერცხის გულები, შვრიის ფანტელი და სახამებელთან ერთად გაცრილი გამაფხვიერებელი.
ცილა ფრთხილად შეურიეთ ცომს კოვზით. ჩაასხით მომზადებულ ფორმაში, ზედაპირი გადაასწორეთ, ზევიდან დააწყვეთ კომშის ნაჭრები და შედგით ღუმელში დაახლოებით ერთი საათით.
რომ გამოცხვება, ღუმელის კარი შეხსენით და ასე შეაგრილეთ. შემდეგ გამოიღეთ ღუმლიდან, რომ გაცივდება, რამოდენიმე საათით (ან მთელი ღამით) შედგით მაცივარში.
თუ სურვილი გაქვთ, მოაწვეთეთ დამდნარი თეთრი შოკოლადი.
მიირთვით გემრიელად!