ინდაურის მკერდი კარტოფილით

On 22/09/2014 by letusc

ინდაურის მკერდი კარტოფილით – უადვილესი და უგემრიელესი კერძი, არ შეიცავს ლაქტოზას და გლუტენს.

Putenbrust mit Kartoffeln

მასალა:

  • 1 კგ ინდაურის მკერდი (ერთ ნაჭრად)
  • 2 კბილი ნიორი
  • ცოტაოდენი ზეთი
  • მარილი და დაფქული წიწაკა
  • დაახლოებით 1 კგ კარტოფილი

მომზადება:

ინდაურის მკერდი გარეცხეთ და შეაშრეთ. ნივრის კბილები 4 სიგრძივ ნაჭრებად გაჭერით. დანის წვერით ჩაჭერით ხორცის ზედაპირი რამოდენიმე ადგილას და ჩადეთ ნივრის ნაწილები. ხორცს წააცხეთ ცოტაოდენი ზეთი, მოაფრქვიეთ მარილი დაწიწაკა და დადეთ ქაღალდდაფენილ ცეცხლამლე ფორმაზე.
კარტოფილი გარეცხეთ, კანიანად დაჭერით მოგრძო ნაჭრებად, მოასხით ცოტა ძეიტ, მოაფრქვიეთ მარილი და წიწაკა და შემოუწყვეთ ხორცს.
ფორმა შედგით წინასწარ 230 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში დაახლოებით ერთი საათით. ამ დროის განმავლობაში ხორცი და კარტოფილი 1-2 ჯერ გადააბრუნეთ. ხორცი პერიოდულად გასინჯეთ ხოლმე, რომ არ გამოშრეს და წვნიანი დარჩეს.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *