იხვი წიწიბურათი და ბოსტნეულით

On 03/07/2014 by letusc

იხვი წიწიბურათი და ბოსტნეულით – მარტივად მოსამზადებელი და ძალიან გემრიელი სადილი ან ვახშამი. Smile

 

Ofenente mit Buchweizen und Gemüse

 

მასალა:

  • 1 ახალგაზრდა იხვი
  • 250 გ წიწიბურა
  • კარტოფილი
  • ყაბაყი
  • ხახვი
  • ბულგარული წიწაკა, ფერადი
  • ნიორი, მარილი, მსხვილად დაფქული წითელი წიწაკა ან აჯიკა

ბოსტნეულის რაოდენობა თავად განსაზღვრეთ. გაითვალისწინეთ, რომ ბოსტნეული შეწვის შემდეგ ზომაში მცირდება.

მომზადება:

იხვი გარეცხეთ და ქაღალდის ხელსახოცით შეაშრეთ. მოაფრქვიეთ მარილი და მსხვილად დაფქული წითელი წიწაკა ან წაუსვით აჯიკა. იხვი დადეთ ყალიბზე.
ბოსტნეული დაჭერით მოზრდილ ნაჭრებად, მოათავსეთ ჯამში, შეკმაზეთ მარილით და წიწაკით (ან აჯიკით) და შემოუწყვეთ იხვს. ბოსტნეულის ნაჭრებს შორის ჩადეთ რამოდენიმე ნივრის კბილიც. ყალიბი შედგით 230 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 1,5 საათით.

 

Ente mit Gemüse
დაახლოებით 45 წუთში გადააბრუნეთ იხვიც და ბოსტნეულიც. თუ იხვს კანი ჩქარა შეებრაწა, დააფარეთ ფოლგის ნაჭერი, რომ არ დაიწვას.
ყალიბში ჩაგუბებული ცხიმი პერიოდულად ამოიღეთ კოვზის საშუალებით.
ვიდრე იხვი ღუმელშია, მოამზადეთ წიწიბურა ამ რეცეპტის მიხედვით.

 

Buchweizenbrei

 

შემწვარი იხვი დაჭერით ნაჭრებად, გვერდზე მიუდეთ იხვთან ერთად გამომცხვარი ბოსტნეული და წიწიბურა.

იხვი წიწიბურათი და ბოსტნეულით სუფრასთან ცხელ-ცხელი მიიტანეთ.

 

Ofenente mit und Gemüse

 

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *