ქლიავის მაფინები
ეს ძალიან გემრიელი და ჰაეროვანი ქლიავის მაფინები იფქლის სრულმარცვლოვანი ფქვილით მოვამზადე, გამოვიყენე აგრეთვე ქოქოსის რძე, რაც ძალიან მოუხდა. დეგუსტატორებს (ამჯერად ჩემი კოლეგები გახდნენ ექსპერიმენტის მსხვერპლები ) ძალიან მოეწონათ. მაფინებს ქლიავმა არაჩვეულებრივი არომატი მისცა, ზამთარში შეგიძლიათ წვენისაგან დაწურული ქლიავის კამპოტი გამოიყენოთ.
ქლიავის მაფინები ძალიან ადვილი მოსამზადებელიცაა. სინჯეთ აუცილებლად.
მასალა 17 მაფინისათვის:
- 2 კვერცხი
- 200 გ შაქარი
- 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
- 100 გ კარაქი
- 100 გ ქოქოსის რძე
- 150 გ (ან ცოტა მეტი) იფქლის სრულმარცვლოვანი ან თეთრი ფქვილი
- 50 გ კარტოფილის ფქვილი ან სიმინდის სახამებელი
- 1 ჩკ გამაფხვიერებელი ან 0,5 ჩკ სოდა ძმრით
- მწიკვი მარილი
- 350 გ ქლიავი (ნებისმიერი სახის, უკურკოდ აწონილი)
- შაქრის პუდრი მოსართავად
მომზადება:
ქლიავი გარეცხეთ, შეაშრეთ და კურკა გამოაცალეთ. დაჭერით პატარა ნაჭრებად.
ღუმელი 180 გრადუსზე გააცხელეთ.
მაფინების მეტალის ან სილიკონის ფორმებში ჩაფინეთ პატარა ქაღალდის ფორმები.
კვერცხი ათქვიფეთ შაქართან, ვანილთან და მარილთან ერთად. დაამატეთ დარბილებული კარაქი და ქოქოსის რძე. დააცერით ფქვილის, სახამებლის და გამაფხვიერებლის ნარევი და ფრთხილად მოურიეთ. ბოლოს ცომს დაჭრილი ქლიავიც შეურიეთ.
ცომი გაანაწილეთ ფორმებში და აცხვეთ დაახლოებით 25-30 წუთი. ცხობის ხანგრძლივობა თქვენი ღუმელის თავისებურებებზეა დამოკიდებული.
გამომცხვარი მაფინები ქაღალდიანად ამოიღეთ მეტალის ან სილიკონის ფორმებიდან და ცხრილზე გააცივეთ.
გაცივებულ მაფინებს მოაფრქვიეთ შაქრის პუდრი და
მიირთვით გემრიელად!
Vom Geschmack sehr lecker, wobei ich nur 150 g Zucker genommen habe (ich hatte aber auch Pflaumen aus dem Glas, und die sind gezuckt). Leider sind die Muffins nicht aufgegangen, obwohl ich die Pflaumen sehr gut habe abtropfen lassen. Keine Ahnung, was ich falsch gemacht habe. Von der Menge her hat es für zwölf viel zu flache Muffins gereicht.