ხაჭოს ტორტი ქლიავით

On 21/09/2013 by letusc

ეს გემრიელი ტორტი ჩემი დაკრეფილი ქლიავით გამოვაცხვე. ქლიავი იყო ხეზე სიმწიფისაგან ჩამომჭკნარი და ძალიან არომატული. ტორტიც ძალიან გემრიელი გამოვიდა. ადვილი მოსამზადებელიცაა, სინჯეთ აუცილებლად. Smile

Käsetorte mit Pflaumen

მასალა:

ძირისათვის:

  • 200 გ ხრამუნები – “პეჩენია”  (უკეთესია სრულმარცვლოვანი ფქვილის)
  • 1 კვერცხი 
  • 100 გ კარაქი

ხაჭოს მასისათვის:

  • 500 გ ხაჭო,
  • 150 გ შაქარი
  • 2 შეკვრა ვანილიანი შაქარი
  • 200 გ არაჟანი ან მაწონი
  • 1 სკ ლიმონის წვენი
  • 2 კვერცხი
  • 2 კოვზი გამაფხვიერებელი
  • 100 გ ფქვილი
  • 500-600 გ ქლიავი 

მომზადება:

26 სმ დიამეტრიან ფორმას ძირზე და კედლებზე კარაქი წააცხეთ. უკეთესია, იხმაროთ ყალიბი, რომელსაც გვერდები ეხსნება.

Pflaumen

ქლიავი გარეცხეთ, შეაშრეთ, შუაზე გაჭერით და კურკა გამოაცალეთ.

 

Vollkornkekse

 

ხრამუნები წმინდად დაფხვენით „ბლენდერში“ ან ცომის საბრტყელებლით, შეურიეთ კვერცხი და დარბილებული კარაქი, კარგად მოზილეთ, თანაბრად გაანაწილეთ მრგვალი ფორმის ძირზე, კარგად დატკეპნეთ, ფორმის გვერდებზეც „ამოაშენეთ“ და ძირი ჩანგლით დაუჩხვლიტეთ (იხილეთ: ყველის და მარწყვის ტორტი).

შემდეგ მოამზადეთ ხაჭოს მასა: ხაჭო გათქვიფეთ შაქართან და ვანილიან შაქართან ერთად, დაამატეთ არაჟანი ან მაწონი, კვერცხები სათითაოდ,  ლიმნის წვენი და გააგრძელეთ თქვეფა. ბოლოს დააცერით  ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად, კარგად აურიეთ და ჩაასხით მომზადებულ ხრამუნების ძირიან ყალიბში. ზევიდან მოაწყეთ დაჭრილი ხილი ჭრილით ქვევით და შედგით წინასწარ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. ცხვება დაახლოებით ერთი საათი. ზედაპირი რომ შეიბრაწება, ცეცხლი გამორთეთ და ასე დატოვეთ ნახევარი საათი. ამ ნახევარი საათის განმავლობაში ზედაპირი ცოტა ჩაიწევს.

Käsetorte mit Pflaumen

შემდეგ გამოიღეთ ღუმლიდან, ყალიბის გვერდები მოხსენით, აცალეთ გაცივება და შედგით მაცივარში 2-3 საათით.

kaese-pflaumen-torte

kaese-pflaumen-torte

მიირთვით გემრიელად! Smile

 

შენიშვნა: ფრთხილად დაჭერით, რადგან გვერდები მსხვრევადია.

Pflaumen pflücken

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *